შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოში ავტოსადგურები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 თებერვალი 2019

საქართველოს მთავრობა გეგმავს საქალაქთაშორისო ავტობუსებით მგზავრობა უფრო კომფორტული გახადოს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

„2019 წელს საქართველოში საქალაქთაშორისო გადაზიდვების რეფორმა დაიწყება. ჩვენ გვინდა დავინახოთ უფრო კომფორტული ავტობუსები და კომფორტული გადაზიდვები. ეს ჩვენი მოსახლეობის ინტერესებშია, რათა მათ ჰქონდეთ კომფორტული ავტოსადგურები და კომფორტული ავტოტრანსპორტი", – აღნიშნა ქობულიამ.

დღეისათვის საქალაქთაშორისო ავტობუსების ავტოსადგურები საბჭოთა პერიოდის ბაზაზე ფუნქციონირებენ. აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო სადგურებში უმეტეს შემთხვევაში სავალალო მდგომარეობაა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია