შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნაცვლიშვილი-რამიშვილის სტილია"- ხიდაშელი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36310 
 16 თებერვალი 2019

მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ Facebook შეტევის ახალი ტალღა დაიწყო. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი პოსტები ვრცელდება.

აღნიშნულს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აფასებს. მისი თქმით, დაწყებული კამპანია ლაშა ნცვლიშვილისა და შალვა რამიშვილის კურირებით მიმდინარეობს.

„სტილისტიკას თუ შევხედავთ, ერთმნიშვნელოვნად ნაცვლიშვილი-რამიშვილის სტილია, რომ კითხულობ ამ პოსტებს სიტყვებით, წინადადებების წყობით, თუ იცნობთ ამ ადამიანებს, უცბად შეგიძლია, მიხვდე, ფიზიკურად ვისი დაწერილია. აქ იმაზეც არ არის ლაპარაკი, რომ უბრალოდ რაღაც ჯგუფი შეკრიბო და უთხრა, რომ ახლა ეს უნდა გავაკეთოთ, ბიჭებო და მერე ყველამ თავისი რამე ქნას. არა, ყველა სიტყვა გაკონტროლებულია ამ გზავნილებში, ამიტომ აქ მე კითხვები არ მაქვს,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია