შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიგარეტი კიდევ ძვირდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36325 
 16 თებერვალი 2019
მიმდინარე წელს, ერთი კოლოფი ფილტრიანი სიგარეტი მინიმუმ ერთი ლარით გაძვირდა.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის გიორგი ბახტურიძის თქმით, ფილტრიან სიგარეტზე მართალია აქციზის გადასახადი არ გაზრდილა, თუმცა სიგარეტი მაინც გაძვირდა. ამის მიზეზი კი, ძირითადად, ადვალური გადასახადის გაძვირებაა.

საქართველოში სიგარეტზე აქციზის გარდა იხდიან ადვალურ გადასახადსაც, რომელიც სიგარეტის ფასიდან გამომდინარეობს. ეს გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე მისი ღირებულების 10% იყო. მთავრობამ იგი სამჯერ, 30%-მდე გაზარდა. ასეა იმპორტირებულ ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე, ადგილობრივ ნაწარმზე კი ეს გადასახადი კვლავ 10% დატოვა.

გიორგი ბახტურიძის თქმით, სიგარეტი კიდევ გაძვირდება „იქედან გამომდინარე, რომ ზოგს ადვალური გადასახადის და აქციზის გაძვირებამდე ჰქონდა სიგარეტი შემოტანილი, რაც ძველი აქციზით იყიდება. ახალი აქციზით რაც შემოვა, იმაზე ფასებიც გაიზრდება“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარში თამბაქოს ნაწარმზე ფასები 20 პროცენტით გაიზარდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია