შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" 10 წლის წინ დაშვებული შეცდომა, დღეს რატომ იქცა დანაშაულად? “ - ირმა სოხაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36315 
 16 თებერვალი 2019

„ზოგადად, ეს ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია - აქციები უკვე დაეცა, ხალხში პანიკაა. ნომერი პირველი ბანკი რომ უცებ გაკოტრების პირას არ აღმოჩნდეს, ამაზე ყველა ვღელავთ. „თიბისი" ბანკი საერთაშორისო ბირჟაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი ძლიერი ორგანიზაციაა; უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე შეიძლება ორ დღეში დაინგრეს და ეს, რა თქმა უნდა, არავისთვის სასიამოვნო არ არის," - ასე აფასებს „თიბისი" ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს მომღერალი ირმა სოხაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ დაშვებული შეცდომის დღეს გამოსწორების მცდელობა შეკითხვებს აჩენს; იგი იმედს იტოვებს, რომ ყველაფერი მოგვარდება.

„მსურს, რომ ჩქარა გაირკვეს რა ხდება; თუ ასეთი დანაშაული და გაუგებრობაა, გამოსწორდეს. მეორე მხრივ, გაუგებარია, 10 წლის წინ დაშვებული უზუსტობა თუ შეცდომა დღეს რატომ გახდა ასეთი სავალალო და მნიშვნელოვანი - უნდა გადადგეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და ა.შ.

„ვერ გეტყვით, ვინ არის მართალი და მტყუანი, მაგრამ ძალიან ცუდი რამ რომ ხდება ყველასთვის, არა მარტო იმათთვის, ვინც არის უშუალო მონაწილე ამ დრამის, ამაში მეორე აზრი არ არის," - განაცხადა ირმა სოხაძემ.

ცნობისათვის, ეროვნულმა ბანკმა „თიბისი" ბანკის დამფუძვნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა, რაზეც „თიბისი" ბანკმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

პარალელურად პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა