შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დადგა დრო ყველაფერს თავიდან ბოლომდე წერტილი დაესვას" - კიკაბიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36319 
 16 თებერვალი 2019

მომღერალი ბუბა კიკაბიძე "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძეს "ასპროცენტიან მხარდაჭერას უცხადებს".

"მამუკა ხაზარაძეს ამ ცოტა ხნის წინ ქორწილში შევხვდი, ვკითხე, - რას გერჩიან-მეთქი, - არავინ არაფერს მერჩისო, - დამამშვიდა. შეწუხებული ვარ მის თავს რაც ხდება, როგორ არ ერჩიან, კაცო?! უკვე დადგა დრო ყველაფერს თავიდან ბოლომდე წერტილი დაესვას! მე მას ჩემი მხრიდან ასპროცენტიან მხარდაჭერას ვუცხადებ! პირადად ვიცნობ დიდი ხანია, დიდ პატივს ვცემ და საერთოდ ყველა ჭკვიანი კაცი მიყვარს!

ისე ჩემი მხრიდან გადაეცით, ვიდრე ტელევიზიით არ გამოვა და თავის სათქმელს კარგად არ იტყვის, მანამდე იმდენად ბევრი ხალხი ვერ დაუჭერს მხარს, რამდენიც საჭიროა. თქვენ მაინც გააგებინეთ, რომ რაღაც თქვას, ხალხმა რომ გავიგოთ, რაც ხდება! აღარ შეიძლება ამდენი სიჩუმე! ათასნაირი საუბრები მიდის და დააბნიეს საზოგადოება! დარწმუნებული ვარ, მართალი იქნება ის ხმები, რომ ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას", - განაცხადა ბუბა კიკაბიძე "კვირის პალიტრასთან".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია