შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ერთმა "ყოვლისმპყრობელმა, ახირებულმა კაცმა“ არ უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი - ამაღლობელი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36332 
 17 თებერვალი 2019

"დღეს, ვდგებით არა რომელიმე ბიზნესმენის, ან ბიზნეს კომპანიის, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, საქართველოს ფუნქციური დამოუკიდებლობის დაცვის ვალდებულების წინაშე", - ასე ეხმაურება ქართველი პოეტი რატი ამაღლობელი "თიბისი ბანკის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში.

როგორც ამაღლობელი წერს, ქვეყნის მომავალი საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს და არა ერთმა "ყოვლისმპყრობელმა", ახირებულმა კაცმა".

"მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, საქართველოს დამოუკიდებლობა და მისთვის ბრძოლა კონკრეტული ფუნქციების შენარჩუნებასა და მათ დაცვას გულისხმობდა. ასევე, ჩვენი სახელმწოფოს მხრიდან, ხსენებული ფუნქციების შეძლებისდაგვარად დამოუკიდებლად მართვა-აღსრულებას.

უმთავრესი ამ ფუნქციათაგან, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე - დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ხიდის, გნებავთ ეკონომიკური ჰაბის ფუნქციაა. იგი არა მარტო ეკონომიკური ხასიათის, არამედ კულტურული და სოციალური მნიშვნელობისაა, სხვადასხვა განსხვავებულ სამყაროთა შორის გადებული ხიდია, მათი შეხვედრის ადგილია.

ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის გადამწყვეტი იყო და დღესაც ასეთად რჩება ის, თუ ვინ ფლობდა და ფლობს ამ ხიდის შესასვლელ-გამოსასვლელთა "გასაღებებს" - ჩვენ, თუ ვიღაც სხვა. ამ მიზეზით თემურ ლენგი 8-ჯერ შემოესია საქართველოს, ასევე სხვა უამრავი დამპყრობელი. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. საქმეში ღრმად ჩაუხედავი თვალიც კი იოლად შეამჩნევს, რომ დღეს ეს ბრძოლა არათუ არ განელებულა, არამედ საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებთან მიმართებაში პიკს აღწევს. მათ შორის უმთავრესია, მშენებარე ობიქტი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ასე რომ დღეს, ვდგებით არა რომელიმე ბიზნესმენის, ან ბიზნეს კომპანიის, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით - საქართველოს ფუნქციური დამოუკიდებლობის დაცვის ვალდებულების წინაშე. ვფიქრობ, ყველამ ერთად, რამე უნდა მოვიფიქროთ, რათა ამ ქვეყნის ქმედითუნარიანობა და მომავალი გადაწყვიტოს ჩვენივე საზოგადოაბამ და არა ერთმა "ყოვლისმპყრობელმა", ახირებულმა კაცმა",- წერს ამაღლობელი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია