შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რაბათში აბანოების რესტავრაციისთვის სპეციალისტებს თურქეთიდან მოიწვევენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21403 
 15 თებერვალი 2019
ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა. „ოსმალური ძეგლების სპეციფიკა მათ უკეთ იციან, ოშკში კი ქრისტიანული სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია საქართველოდან წასული რესტავრატორების მიერ ხორციელდება“, – ამბობს ანთიძე. ოშკის ტაძრის რეაბილიტაცია 2018 წლის ოთხ მაისს დაიწყო. სამუშაოების დაწყებამდე საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტროებს შორის (2017 წელს) ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ქვეყნებმა თავიანთ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის ვალდებულება აიღეს. თურქეთმა ოშკის მონასტრის კომპლექსის რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს, ხოლო საქართველომ რაბათის გუმბათოვანი აბანოებისა და ზიკილიის მეჩეთის. რაბათის აბანოების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყება და სავარაუდოდ, ორ წელიწადში დასრულდება. ტაო–კლარჯეთში კი ამჟამად ოშკის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოსამზადებელი პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც რეაბილიტაცია დაიწყება და სამ–ოთხ წელიწადში მონასტრი პირვანდელ სახეს მიიღებს. მიმდინარე წელს ზიკილიის მეჩეთის რეაბილიტაციის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტიც მომზადდება. ისტორიული ცნობების მიხედვით, ოშკის ტაძარი მეათე საუკუნის 50-60 წლებშია აშენებული. ხოლო არქეოლოგიურად შეუსწავლელი რაბათის აბანოები 17-18 საუკუნეების ნაგებობაა. ზიკილიის მეჩეთი კი სავარაუდოდ 19 საუკუნის ბოლოს, 20 საუკუნის დასაწყისშია აგებული.რაბათში აბანოების სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველო, ხოლო ტაო–კლარჯეთში ოშკის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციას თურქეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს. [ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება