შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21404 
 15 თებერვალი 2019
ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით იმართება. მუნიციპალიტეტის თითოეული სკოლიდან, ჩემპიონატში მონაწილეობა ოთხ ბიჭსა და ოთხ გოგონას შეეძლო. თამაში 16 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება და მასში მონაწილეობას სულ 105 მოსწავლე იღებს, მათ შორის ჭადრაკში ერთმანეთს 32 ბიჭი და 14 გოგო, შაშში კი 35 ბიჭი და 24 გოგო დაუპირისპირდება. საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს სიგელებსა და საჩუქრებს გადასცემენ. „პირველ ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ ჭადრაკისა და შაშის დაფები, მეორე ადგილზე გასული მოსწავლეები ყურსასმენებს მიიღებენ, მესამე ადგილზე გასულებს კი მაგიდის საათებით დავაჯილდოვებთ“, – გვითხრა ახალციხის მერიის სპორტული პროგრამების განყოფილების ხელძღვანელმა მაია სხრიტლაძემ. ღონისძიებას ორგანიზებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური უწევს. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება