შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტები [Video-ინფოგრაფიკა]

ეკონომიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 09 ოქტომბერი 2018
2017 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 11 121 00 ლარით განისაზღვრა, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს რიცხვი 12 315 000-ს შეადგენდა.
ბიუჯეტის დამტკიცების დროსვე შენიშვნები ჰქონდა საკრებულოს ოპოზიციას. ერთ-ერთი იყო ფრაქცია „ქრისტიან-კონსერვატორების“ თავმჯდომარე ვალერ ბარნაბიშვილი, რომელმაც პროექტს მხარი არ დაუჭირა.
-„სამწუხაროა, რომ ჩვენი ფრაქციის შენიშვნები საკრებულომ არ გაითვალისწინა. სოციალურ პაკეტში ერთჯერად დახმარებაზე ჩადებული იყო საკმაოდ დიდი თანხა. ვითხოვდით ამის მინიმუმამდე დაყვანას და გადატანას მედიკამენტების, ასევე ოპერაციების თანადაფინანსებაში. ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიცოცხლეა და ჯანმრთელობისთვის რომ გაგვეთვალისწინებინა თანხები, უფრო კარგი იქნებოდა.“

ფრაქცია „მაჟორიტარები გურჯაანის აღორძინებისთვის“ თავმჯდომარე გია შაოშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი ყოველ წელს მწირია, რის გამოც გლობალური პრობლემების გადაჭრა ვერ ხერხდება.
-„როდესაც ფული არ არის ნაკლები საქმე კეთდება. ვერ ვიტყვი, რომ იდეალური ბიუჯეტია, თუმცა სხვა გამოსავალი არ არის. მინდა აღვნიშნო, რომ სოციალური პაკეტი გურჯაანში კახეთში ყველაზე კარგია, თუმცა მე მომხრე ვარ ერთჯერადი დახმარებები მინიმუმამდე დავიყვანოთ და გაიზარდოს ოპერაციების თანადაფინანსება.“





გურჯაანის მუნიციპალიპალიტეტის გამგეობის საფინანსო- საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტი ხალხის საჭიროებებზეა მორგებული.
-„სოციალურ პაკეტს არ ჩამოუვარდება ინფრასტრუქტურა, ბევრ რამეს ვაკეთებთ, გზებს, წყლებს, გარეგანათებას. ეს სწორედ ხალხის კომფორტისთვისაა. გაიზარდა მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობა, ვისაც ვეხმარებით, 93-ით დავიწყეთ და 105-ზე ავედით. ყოველ მეოთხე და შემდეგ ბავშვზე 100 ლარია გათვალისწინებული. სამედიცინო მომსახურებებში საკმაოდ დიდი თანხა გვაქვს გათვლილი, ასევე 300 ლარი ახალშობილებისთვის რომელიც ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია.“

თუ რაში უნდა იხარჯებოდეს გურჯაანის ადგილობრივი ბიუჯეტი, speqtri.ge-მ ამ კითხვით ადგილობრივ მოსახლოებას მიმართა. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პრიორიტეტი სოციალური სფერო უნდა იყოს.





სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია