შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კოტე სარიშვილი, ალეკო ბურჭულაძე, თუ სოფო თოიძე - ვისზე შეჩერდება ხელისუფლების არჩევანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36337 
 17 თებერვალი 2019

მიმდინარე წლის მაისში, მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში ყველა დონეზე, გამოკლებული წევრის ნაცვლად  არჩევნები გაიმართება.

ქალაქ ოზურგეთში ასეთი ე.წ. სერი ანასეულის მაჟორიტარული ოლქია, რომელიც ხუთ საარჩევნო უბანს მოიცავს.

ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ამ ოლქიდან ლევან თოიძე გასული წლის მიწურულს გარდაიცვალა, შესაბამისად, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მიმდინარე წლის მაისში, იგივე მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი, რომელიც ექადიას, ანასეულს, სერს, ზვანისა და ცენტრის ნაწილს მოიცავს, ახალ დეპუტატს აირჩევს.

ადგილობრივების დიდ ინტერესს იწვევს ვის დააყენებს კანდიდატად მმართველი პარტია "ქართული ოცნება" და ვის დაუპირისპირებს მას ოპოზიცია.

გავრცელებული სანდო ინფორმაციით "ქართული ოვნება" ამ საკითხზე საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის და ის კოტე სარიშვილის (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის ყოფილი უფროსი), ალეკო ბურჭულაძის (ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი ვიცე მერი) და სოფო თოიძის (ამავე ოლქის გარდაცვლილი მაჟორიტარი დეპუტატის ლევან თოიძის ქალიშვილი),ირგვლივ ტრიალებს.

როგორც გვეუბნებიან, საბოლოო გადაწყვეტილებას მმართველი პარტია მიმდინარე თვის, თებერვლის ბოლოს მიიღებს.

ამავე ჩამონათვალში მოიაზრებოდა გურიის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძეც, თუმცა გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, მან საკრებულოში შესაძლო შესვლის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის გარანტიები ხელისუფლებისაგან ვერ მიიღო და ბრძოლასაც გამოეთიშა.

ისევე როგორც ხელისუფლება, ბოლომდე ჩამოყალიბებული ამ საკითხზე არაა არც ოპოზიცია, თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, "ევროპული საქართველო" ადვოკატ გოჩა გორდელაძესთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ექიმ სტომატოლოგ, ამირან მეგრელიძესთან.

თუმცა საბოლოოდ ოპოზიცია, მას შემდეგ ჩამოყალიბდება, როცა ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გახდება ცნობილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია