შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

2017 წელს საქართველოდან ექსპორტზე 76,7 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა

ეკონომიკა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 09 ოქტომბერი 2018
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოდან, ბოლო თითქმის 30 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული.
სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტზე 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გავიდა, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 43% (7 585 407 ბოთლი), რუსეთი - 76% (47 778 920), უკრაინა - 46%(8 502 554), პოლონეთი - 15% (2 676 440), ლატვია - 20% (1 505 138), ბელარუსი - 56% (1 827 130), აშშ - 56% (457 920), გერმანია - 38% (404 538), ისრაელი - 150% (213 074), მონღოლეთი - 82% (168 162), საფრანგეთი - 178% (99 796), აზერბაიჯანი 75% (141 294) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (47 778 920 ბოთლი), უკრაინა (8 502 554), ჩინეთი (7 585 407), ყაზახეთი (3 322 867) და პოლონეთი (2 676 440).

ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“, „მუკუზანი“,„წინანდალი“, „ახაშენი“ „ხვანჭკარა“ „ტვიში“.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია