შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ნუ იქნებით ივანიშვილის სასარგებლო იდიოტები, იმიტომ, რომ ჯარი მაგას არ ჰყავს, პოლიცია, პოლიტიკოსები მაგას არ დარჩა" - სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36369 
 18 თებერვალი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის გუშინდელ კრიტიკას ეხმაურება, რაც Facebook-ში მის გამოქვეყნებულ პოსტს ეხებოდა, სადაც ამბობდა, რომ დნმ ჩაიტარა, საიდანაც დადგინდა, რომ 99%-ით ქართველია, ხოლო 1%-ით ბერძენი.

“მოგესალმებით ჩიკაგოს აეროპორტიდან. ამერიკის დათოვლილ-გაყინული ნაწილიდან. მინდა გამოვეხმაურო იმ გაუგებარ აჟიოტაჟს, რომელიც მოჰყვა ჩემი დნმ-ის ტესტის გამოქვეყნებას. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ვინც ამას აპროტესტებთ, ჯერ ერთი არაინფორმირებულები ხართ. იმიტომ, რომ ამ ტესტის გაკეთება შეუძლია ყველას, დაახლოებით 100 დოლარი ღირს და ამ ტესტს ამერიკაში აკეთებს ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი. არა მხოლოდ მსახიობები, სპორტსმენები, არამედ პოლიტიკოსები და მას აქვეყნებენ. ამას აკეთებენ როგორც რესპუბლიკელები, ისე… მაგალითად ამას წინათ გამოაქვეყნა მთავარმა ლიდერალმა, დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა ელიზაბეტ უორენმა. ყოფილმა გუბერნატორმა და სენატორმა. ეს არავის არ ეთაკილება. ასე, რომ რაღაცა ჯერ გაიკითხეთ მაინც და მერე გამაკრიტიკეთ ხოლმე.

ერთი რამე მინდა გითხრათ, ის რომ ვთქვა რომ ქართველი ვარ და მიხარია ეს, ეს ულაც არ ნიშნავს ფაშიზმს. ამაყობდე შენი ეთნიკურობით, წარმომავლობით, შენი ფესვებით ეს ყველა ადამიანის კანონიერი უფლებაა და მე ამით ვამაყობ. ის, რომ ჩემი დამოკიდებულება ყველა სხვა ეთნოსების მიმართ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით… ბოლო არჩევნებზე საშინელი ტერორის მიუხედავად ჩვენ მთლიანად მოვიგეთ აზერბაიჯანული რაიონები საქართველოში და ძალიან მაგარი შედეგი დავდეთ ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ეთნიკური სომხებით მიერ დასახლებულ რეგიონებში. მე ძალიან ბევრი პროგრამა გავაკეთე ხალხის ინტეგრაციისთვის. ახალგაზრდობა რომ წამოვიდა, მიშას თაობა აზერბაჯენელების და სომხების, ეს არის მთლიანად საქართველოში ინტეგრირებული თაობა და მე ძალიან ვამაყობ ამით. იმიტომ რომ გავაკეთე უცხოეთში უმცირესობების პროგრამა, ქართული ენის სწავლების პროგრამა. ეკონომიკური პროგრამა. ვინც მე მაკრიტიკებთ, რომელს გაგიკეთებიათ რამე ამ მიმართულებით? ტუ გაგიკეთებიათ კარგია, მაგრამ ალბათ ჩემზე მეტი არ გაქვთ გაკეთებული ხო?

ამას გარდა ბევრად მეტი გაქვთ საზრუნავი და გასაკითხი. იცით რა, რატომ არ ვაკრიტიკებთ იმას, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრმ აუკრძალა ფორმით საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება. იმიტომ, რომ ეს ტურისტებს აღიზიანებსო, რუსებსო. ამაზე არცერთი ხმას არ იღებთ. რატომ არ იღებთ ხმას იმაზე, რომ ახლა რუსული კომპანია მასობრივად ყიდულობს “თიბისი ბანკის” აქციებს, რათა დაბლოკოს ლაზიკის-ნაკლიის პორტი. აი ამაზე უნდა ამოვიღოთ ყველამ ხმა, უსამართლობაზე, გაჭირვებაზე, კორუფციაზე. რა სააკაშვილის დნმ აგიტყდათ, რით ვერ დაიღალეთ ჩემი კრიტიკით?! მართლა, სამართალიც ხომ კარგი საქონელია? ყველაფერზე შეიძლება მაკრიტიკო, მაგრამ ამ თემებზე… საქმეს მიხედეთ, საქმეს! ნუ იქნებით ივანიშვილის სასარგებლო იდიოტები, თქვენისთანა ხალხზე დგას ჯერ-ჯერობით ივანიშვილი. იმიტომ, რომ ჯარი მაგას არ ჰყავს, პოლიცია, პოლიტიკოსები მაგას არ დარჩა. ერთადერთი იმაზე დგას, რომ თქვენ აღვივებთ აპატიას და ეუბნებით, რომ ყველა ერთნაირი ნაგავია, რა აზრი აქვს რამეს? ყველაფერს აქვს აზრი, ბრძოლას აქვს აზრი, ჩვენ ვიამაყებთ ჩვენი ქართველობით, ვიამაყებთ ჩვენი საქართველოთი, მრავალეთნიკური საზოგადოებით, ჩვენი წარმატებით. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკის პორტს და აუცილებლად დავიძვრენთ თავს ამ გაჭირვებიდან და უბედურებიდან. ეს არის და ეს, აბა თქვენ იცით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა Facebook Live-ის დროს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია