შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მაშინებს შიდა ძალები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36340 
 17 თებერვალი 2019

„დღეს, არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს. ამიტომ, მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების, როგორც ქართველს, რადგან ძალიან ბევრჯერ ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა ფაქტორის გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალებით, ქვეყნის უკან დაწევა ხდება“,-ამის შესახებ ბიზნესმენმა, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

აღნიშნულით ბიზნესმენმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არსებულ რისკებზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, პირველი საფრთხე ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება, რადგან ანაკლიის პორტი ე.წ. საზღვრიდან 4 კილომეტრშია. თუმცა, როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რისკების პარალელურად - „ანაკლიის პორტი შესაძლოა, ძალიან კარგი შანსი აღმოჩნდეს აფხაზ ძმებთან დაახლოების“.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია