შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გურულებს მინდა ვთხოვო-არ დაუშვათ ბახმაროს გაპარტახება"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36342 
 17 თებერვალი 2019

"ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრე ბახმაროს შესახებ, იმიტომ, რომ ბახმარო ჩემი სუბიექტური დაკვირვებით არის მე მგონი ერთადერთი კურორტი, რომელიც ჯერ ჯერობით ყველაზე ხელუხლენელია, იმ კურორტებს შორის რომლებიც განადგურების პირას მიჰყავთ ისეთი მშენებლობები და საშინელი ვითარებაა. მაგალითად ბაკურიანში დაუჯერებელი სიტუაციაა. როგორც გავიგე, ბახმაროშიც აპირებენ 50 მილიონის ჩადებას დასასვენებელი კომპლექსების ასაშენებლად. 

შოკში ვიყავი, როცა ბახმარო აღმოვაჩინე, ისეთი საოცრებაა. მინდა გურულებს ვთხოვო, რომ ეს უნიკალური კურორტი შეინარჩუნონ და მოსთხოვონ იმ კომპანიისგან ვინც აპირებს ამ მშენებლობებს, იყოს ეს პროექტები გამჭირვალე, რომ იცოდეთ რას აშენებენ. 

ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავ ისე ქაოტურ და ჯოჯოხეთურ სიტუაციას მშენებლობების კუთხით, რაც ხდება საქართველოში. ყველგან არის გეგმა სპეციალური მშენებლობების. 

პირველ რიგში მინდა ვთხოვო გურულებს, ძალიან მაგარ ხალხს 1905 წელს ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის შემქმნელს, გამაგრდით ისე, როგორც მაშინ გამაგრდით და რუსეთის იმპერიამ ვერაფერი ვერ უქნა პატარა გურიას და არ დაუშვათ გაპარტახება. ახლა ბახმაროც თუ დავკარგეთ, რომელიც არის საოცრება...არ მინდა რომ ეს მოხდეს. მართლა, ხომ შეიძლება სადღაც რაღაც შევინარჩუნოთ? მარტო სადღეგრძელოებში ხომ არ უნდა ვიყოთ ნამდვილი ქართველები. ბახმარო მაინც გადავარჩინოთ"-ბახმაროს ,,გუდაურიზაციის" საფრთხეზე "შაბათის შუადღეში" მწერალმა დათო ტურაშვილმა ისაუბრა. 

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაი ცქიტიშვილს, მის მიერ დასავლეთ საქართველოს მედიის წარმომადგენლებთან გაკეთებულ 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციისას განაცხადა, რომ წელს ბახმაროში სრულად მოგვარდება წყლისა და ელექტროენერგიის პრობლემა და ასევე მოეწყობა მოედნის ტერიტორია. რაცშეეხება 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია