შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცხოველების წამებაზე სასჯელი მკაცრდება

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21434 
 19 თებერვალი 2019
ამის შესახებ მასალას On.ge აქვეყნებს. პროექტით უნდა განისაზღვროს და დაზუსტდედ დანაშაულებრივი ქმედებების ჩამონათვალი და შემადგენლობა.არსებული კანონმდებლობით ცხოველის მიმართ სასტიკ მოპრობაზე მხოლოდ ჯარიმაა გათვალისწინებული. ამ საკითხს, როგორც ადმინისტრაციული ისე სისხლის სამართლის კოდექსი ერთნაირად არეგულირებს, რაც კანონპროექტის ავტორების თქმით, სამართლებრივი ნონსენსია."აღნიშნული ფაქტიც, მიუთითებს, რომ საქართველოში ცხოველების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების დაფიქსირება და პრევენცია ვერ ხორციელდება ეფექტურად", — ნათქვამია პროექტში. ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი რედაქციით, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რასაც მათი დაღუპვა, ან დასახიჩრება მოჰყვა, აგრეთვე ცხოველებისა და ფრინველების წვალება იწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე.ცვლილების მიხედვით, ცხოველის მოკვდინების შემთხვევა ჩაითვლება საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულად და ადმინისტრაციული კოდექსი აღარ დაარეგულირებს.უფრო კონკრეტულად, "ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით".პროექტის მიხედვით, იცვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე მუხლის შინაარსიც. ამ მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრულია მშობლის ან მისი შემცვლელი პირის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობა შეუსრულებლობისათვის სახდელები.კანონპროექტის მიხედვით, ამ სახდელებს დაემატება მშობლის პასუხისმგებლობა, რომელიც გამოხატული იქნება ბავშვისგან ცხოველის ან ფრინველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობით."აღნიშნული ცვლილება ემსახურება ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევების და მათდამი არაჰუმანური დამოკიდებულების პრევენციას, რაც ხშირ შემთხვევებში სწორედ პირი ადრეულ ასაკში განცდილი მენტალური და ფსიქოლოგიური ტრავმით არის განპირობებული", — ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცხოველებისადმი სასტიკი/არასათანადო მოპყრობისათვის გათვალისწინებული სასჯელი მკაცრდება.უფრო კონკრეტულად, ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 20-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად; არაერთგზის; მცირეწლოვნის თანდასწრებით დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათმდე ვადით ან შინაპატიმრობით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის სტატისტიკა ასეთია: 2015 წელი - 19 შემთხვევა; 2016 წელი - 15 შემთხვევა; 2017 წელი - 23 შემთხვევა; 2018 წელი - 58 შემთხვევა.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება