შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წულუკიანი - "არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამორჩნენ დროს, 2013 წელს გაუშვეს მატარებელი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36345 
 18 თებერვალი 2019

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ 2013 წელს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ, დაიწყო ქვეყანაში სასამართლო რეფორმის პირველი და მეორე ტალღა, მაშინ არასამთავრობო სექტორი ხელს უშლიდა ამ რეფორმას.

“ეს არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებიც ასეთი უკომპრომისოები ჩანან, მე ვფიქრობ რომ ჩამორჩნენ დროს. მათ გაუშვეს ბრძოლები ხელიდან, მათ გაუშვეს მატარებელი, რომელიც იყო ჩვენს თვალწინ 2013 წელს. რეალურად მათგან არ მახსოვს რაიმე ხელშეწყობა რამე ტიპის ბრძოლაში მაშინ, პირიქით, იყო ხელშეშლა.

მაგალითად მედიაში, რა თქმა უნდა ეს არქივშიც ინახება, იმიტომ რომ მაშინ მე მიმყავდა რეფორმის პირველი ტალღა და შემდეგ მეორე, ვასახელებდი ალბათ იმავე გვარებს და უფრო მეტსაც… მაგალითად ზოგიერთ ექსპერტს ახლა გაახსენდა გვარ და სახელები თითქოს… მაშინ მე მქონდა განცდა, რომ მე დავრჩი მარტო…” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია