შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უმრავლესობას 7 დეპუტატი დატოვებს-ჭიჭინაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 თებერვალი 2019

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში „ოცნების“ უმრავლესობა დაიშლება, რადგან მას შვიდი დეპუტატი დატოვებს. ეს დეპუტატები ისინი არიან, რომლებიც ეკა ბესელიას პოზიციას იზიარებენ

„ვვარაუდობ, რომ 7 დეპუტატი დატოვებს და უმრავლესობა დაიშლება. რა მოვლენებიც ვითარდება მოსამართლეთა კანონთან მიმართებაში და რასაც ვუყურებთ, ეს წყალგამყოფია. ეს ადამიანები ბესელია-ფოფხაძის გვერდით მოიაზრებიან, მაგრამ ისინი ჯერჯერობით უმრავლესობის შემადგენლობაში არიან,“ – ამბობს ჭიჭინაძე.

მისივე ვარაუდით, იმ დეპუტატებმა, რომლებიც უმრავლესობას დატოვებენ, შესაძლოა, ახალი ფრაქცია შექმნან.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია