შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელის სახედ შინაპატიმრობაც იქნება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36388 
 19 თებერვალი 2019

ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი მკაცრდება. ცვლილება “სისხლის სამართლის კოდექსში” შედის, რომლის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, სულხან მახათაძე, ნინო წილოსანი, გელა სამხარაული არიან.

ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე (ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია) სასჯელის სახედ შინაპატიმრობაც იქნება. ამასთან, აღნიშნულ დანაშაულზე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 3 წლამდე გაიზრდება.

კერძოდ, კანონპროექტით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება ჯგუფურად, არაერთგზის, მცირეწლოვანის თანდასწრებით – დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ​ორასიდან ოთხას საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია