შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სააკაშვილი: ხალხი ჩემგან რაღაც მოქმედებას მოელის, სხვანაირად ქვეყანა უბრალოდ იღუპება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 თებერვალი 2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მასზე საქართველოში ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ და ეს ვითარება სულაც არ ახარებს. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისგან "ხალხი რაღაც მოქმედებას ელის, სხვა შემთხვევაში ქვეყანა უბრალოდ იღუპება".

"ხალხი ჩემგან რაღაც მოქმედებას მოელის, სხვანაირად ქვეყანა, უბრალოდ, იღუპება. ეს ისეთივე შერძნებაა, თითქოს შენი შვილი იღუპება, რომელიც გააჩინე, გამოკვებე, მეექვსე კლასამდე მიიყვანე და უცებ რაღაც საშინელი გრიპი შეეყარა, გართულებებით. აი, მთელი ამბავი. თავიდან იყო სურდო, ახლა უკვე ფილტვების ანთებაა, რომელიც მენინგიტში გადაიზარდა და გადარჩენაა საჭირო, სასწრაფო ზომებია მისაღები და მშობელი ვერ იტყვის, ბავშვი ჩაგაბარეთ და ახლა მიხედეთ ბავშვსო. ეს უკვე შიგნით გტკივა და შეუძლებელია რეაგირების გარეშე დატოვება. მე პასუხისმგებლობას ვგრძნობ . ჩემი პირმშო იღუპება", ამბობს სააკაშვილი ონლაინტელევიზია "Krym TV"-სთან ინტერვიუში. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია