შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სიცოცხლით სავსე გოგონას მთელი სოფელი გლოვობს"-19 წლის თამარ ართმელაძე შაბათს დაკრძალეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36350 
 18 თებერვალი 2019

"სიცოცხლით სავსე და ლამაზ გოგონას მთელი სოფელი გლოვობს" -ჩაქვში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად, დაიღუპული 19 წლის თამარ ართმელიძე ნასაკირალში გასულ შაბათს დაკრძალეს. მისი საქმრო, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო, დღემდე საავადმყოფოში რჩება. 

უბედური შემთხვევა 14 თებერვალს მოხდა. როცა საქმროსთან ერთად, ავტომანქანით მტირალას მთიდან ბრუნდებოდა. ახლობლების თქმით, მათ ვალენტინობა აღნიშნეს ერთად.

თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანამ მიმართულება მოულოდნელად შეიცვალა და დაახლოებით, 200 მეტრიან ხრამში გადაიჩეხა.

ვარდინასას მანქანის კარი გაიღო, ბიჭი გადმოვარდა და ხევის შუა ნაწილში გაიჩხირა. ის გზაზე გამვლელებმა ოპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

გოგონა კი ბოლომდე ჩაიყოლა მანქანამ ხევში. 

"კარგი ბიჭი უყვარდა. ორი წლის განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები. ვალენტონობა მეგობრებთან ერთად აღნიშნეს მტირალას მთაზე, რესტორანში. უკან დაბრუნებულებს ეს ტრაგედია შეემთხვათ. ჭკვიანი და მოსიყვარულე გოგო იყო თამარი. სიცოცხლით სავსე და ლამაზ გოგონას მთელი სოფელი გლოვობს. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია