შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გარემოს დაბინძურების 305 ფაქტი გამოვლინდა

სამართალი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 თებერვალი 2019
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველი იანვრიდან დღემდე, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 305 ფაქტი გამოავლინეს.


უწყების ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან სიგარეტის ნამწვით გარემოს დაბინძურების დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 161 ოქმი შედგა. ხოლო მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნა. შეგახსენებთ, რომ 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება 80 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციას ითვალისწინებს, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან - 120 ლარის ოდენობით.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებენ 24 საათიან პატრულირებას, როგორც სიგარეტის ნამწვის ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გადმოგდების, ისე ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის, სხვა ფაქტების გამოსავლენად.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია