შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ტუალეტში კარი არ იკეტება, არც ქაღალდია და არც საპონი’– ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21445 
 19 თებერვალი 2019
2017 წლის დეკემბერში საზეიმოდ გახსნილი სკოლის საპირფარეშოებში, როგორც მოსწავლეები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვებიან, ჰიგიენური ნორმები დაცული არაა. „ყველა სართულზე საშინელი სუნია, საპირფარეშოებიდან გამოდის. არცერთ ტუალეტში არ დევს საპონი და არ არის ქაღალდი“, – ამბობენ უფროსკლასელები. დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი ყვებიან, რომ გოგონების ტუალეტს შიგინადნ ჩამკეტი გაფუჭებული აქვს. „კლასელი თუ არ წამომყვა და გარეთ დამელოდა, ისე ტუალეტში ვერ შევდივარ, კარი შიგნიდან არ იკეტება და მეშინია, რომ ვინმე შემოვა, ამიტომ არ შევდივარ–ხოლმე“, – ამბობს დაწყებითი კლასის მოსწავლე გოგონა. პირველი სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც სკოლაში შშმ პირებისთვის განკუთვნილი საპირფარეშო დაკეტილია. ტუალეტების გადასაღებად, პირველ სკოლაში, დირექტორმა ჟუჟუნა გოგოლაურმა „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტი არ შეუშვა. მან საპირფარეშოებში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბარიც არ ისურვა: „სასწავლო პროცესია და გთხოვთ დატოვოთ შენობა“. მას შემდეგ, რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ შენობა დატოვა, როგორც მოსწავლეები გვიყვებიან დირექტორმა დამლაგებლებს ყველა ტუალეტში ხელსახოცები და საპნები დაალაგებინა. საპირფარეშოების ფოტოები "სამხრეთის კარიბჭეს" მოსწავლეებმა მიაწოდეს. ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში, დაახლოებით, 1 000 მოსწავლე სწავლობს. პირველი სკოლის რემონტი თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სკოლის რეაბილტიაციისთვის მილიონ დოლარამდე დაიხარჯა. სახალხლო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სკოლების ფიზიკური მოწყობა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა ნაკლებად არის ორიენტირებული მოსწავლეების საჭიროებებზე. ანგარიშიდან ირკვევა, რომ სამცხე–ჯავახეთის 168 საჯარო სკოლიდან 24–ში წყალი საერთოდ არაა, 115–ის შენობაში კი შეყვანილი არაა და ხელის დაბანა მხოლოდ ეზოებშია შესაძლებელი. რეგიონში მხოლოდ 61 სკოლაა ისეთი, სადაც ცენტრალური წყალმომარაგება სკოლის შენობაშია. ამ მხრივ რთულია ვითარება ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლებშიც. [ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება