შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქართულ სკოლებში ჩინური ენის სწავლება მე-5 კლასიდან დაიწყება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 19 თებერვალი 2019

სკო­ლებ­ში ჩი­ნუ­რი ენის სწავ­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 2019-2020 სას­წავ­ლო წლე­ბი­დან და­ი­ნერ­გე­ბა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სკო­ლე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ჩი­ნუ­რი ენა სას­წავ­ლე­ბელ­ში მე­ო­რე უცხო­ურ ენად შევა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩი­ნუ­რი ენის მე­ო­რე უცხო­ურ ენად არ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ სა­ჯა­რო სკო­ლას მე-5 კლა­სი­დან ექ­ნე­ბა.

„ჩი­ნურ ენას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შარ­შან და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა, შე­მუ­შავ­და სტან­დარ­ტი. უკვე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე პროგ­რა­მა. რო­გორც იცით, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან უცხო­ურ ენად სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში დაშ­ვე­ბუ­ლია ინ­გლი­სუ­რი ენის სწავ­ლე­ბა, ხოლო მე­ხუ­თე კლა­სი­დან, ჩი­ნუ­რი ენა, რო­გორც მე­ო­რე უცხო­უ­რი ენა, სკო­ლებ­მა სხვა ევ­რო­პულ ენებ­თან ერ­თად სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით შე­უძ­ლი­ათ აირ­ჩი­ონ“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბას, რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის ცენ­ტრში გა­ნუ­ცხა­დეს, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან არ მი­უ­ღი­ათ და­ვა­ლე­ბა, რამ­დე­ნი პე­და­გო­გის გა­დამ­ზა­დე­ბაა სა­ჭი­რო პირ­ველ ეტაპ­ზე, ან რო­დის უნდა და­ი­წყოს მა­სავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის კურ­სი.

ცნო­ბის­თვის, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრმა, მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის ელჩმა, ძი იან­ჩიმ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­სა და ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩოს შო­რის ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მე­მო­რან­დუმს ხელი რამ­დე­ნი­მე დღის წინ მო­ა­წე­რეს. მე­მო­რან­დუ­მის მი­ზა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნუ­რი ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და სწავ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია