შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროკავშირის ელჩი ხვალ ახმეტას ეწვევა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30290 
 21 თებერვალი 2019
ხვალ, 22 თებერვალს, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ახმეტასა და პანკისის ხეობას ესტუმრება. ელჩი სიტყვით გამოვა ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტის გახსნაზე.
პროექტის ფარგლებში – სხვა აქტივობებთან ერთად – შეიქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG). პროექტს ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს ორგანიზაცია "მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ" (Action Against Hunger).

დღის მეორე ნახევარში კი ევროკავშირის ელჩი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქ-ნი ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობას ეწვევიან. ისინი ადგილობრივხელისუფლების წარმომადგენლებსა და სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდებიან.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია