შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

23 თებერვალს ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21474 
 21 თებერვალი 2019
„ტაოს“ პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე ამბობს, რომ წინ რთული თამაში ელით: „ქუთაისის გუნდი, საკმაოდ ძლიერია, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. ამ ეტაპზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ“. გასვლითი შეხვედრის შემდეგ, „ტაო“ მორიგ საშინაო მატჩს, ახალციხის სტადიონზე ცხრა, ან 10 მარტს ოზურგეთის „არწივებთან“ გამართავს. „გუნდმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა, რაც პირველ ლიგაში მოხვედრასა და ადგილის შენარჩუნებას გულისხმობდა. „ტაოს“ პროგრამა მაქსიმუმს წარმოადგენს, პირველ ლიგაში მეოთხე ადგილის დაკავება. ამ კუთხით, ჩვენი ძირითადი კონკურენტი ოზურგეთის გუნდია, რადგან ერთნაირი ქულები გვაქვს. ამიტომ, ეს მატჩი გადამწყვეტია ჩვენი მორაგბეებისთვის“ – აცხადებს ირაკლი გვენეტაძე.სარაგბო კლუბი „ტაო“ 2016 წლის ივნისში დაარსდა და 2018 წლის მაისიდან კლუბის ძირითადმა გუნდმა პირველ ლიგაში თამაშის უფლება მიიღო. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება