შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჭორვილელო, ხაზარაძე კი დააპანღურე ბანკიდან და ეს საქმე დაიხურება?" - ნებიერიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36445 
 21 თებერვალი 2019

ეკონომიკის ექსპერტი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძის ბანკიდან წასვლის თემას ეხმაურება და წერს:

"ჭორვილელო, ხაზარაძე კი დააპანღურე ბანკიდან, მაგრამ მე საქართველოს მოქალაქე გეკითხები პირადად შენ: ფულის გათეთრების გამო აღძრული საქმე გაგრძელდება და მივა ლოგიკურ დასასრულამდე თუ, ეს მხოლოდ შანტაჟის ინსტრუმენტი იყი და საქმე დაიხურება? თუ დაიხურება, მაშინ პირადად შენ ხარ კრიმინალი, რომელმაც რეიდერულად მიიტაცე ბანკი და ანაკლიის პორტის პროექტი.

ახლა კი მოგმართავთ მოქალაქეებს:
იმედია იცით, ან სულ მინიმუმ ხვდებით მაინც, რომ ხაზარაძის ბანკიდან წასვლის ფუნდამენტური მიზეზი არის ის გარემოება, რომ საქართველოში აღარ არსებობს ინსტიტუცია, მექანიზმი, რომელიც დაიცავს მოქალაქეს უსამართლობისგან. არ არსებობს სასამართლო, სადაც სიმართლეს დაამტკიცებ. ქვეყანაში პროკურატურაც და ეროვნული ბანკიც გადაქცეულია ბიძინა ივანიშვილის "ცოფიან ძაღლებად" და ამ სტრუქტურებს ხელმძღვანელობენ კლასიკური გაგებით ოპრიჩნიკები.

P.S. საქართველოში არ იქნება მშვიდობა სანამ არ მოვიშორებთ უბედურების პირველწყაროს - ბიძინა ივანიშვილს!" - წერს ნებიერიძე

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია