შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ შევამოწმოთ, სუფთაა თუ არა სასმელი წყალი - 7 მარტივი მეთოდი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36409 
 20 თებერვალი 2019

სხვადასხვა კვლევების თანახმად, ყველაზე სუფთა წყალი, რომელიც წყალგაყვანილობის სისტემაშია, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებშია. ამ ქვეყნების რეიტინგში კი დანია და ფინეთი ლიდერობენ. ამავე დროს, მონაცემების თანახმად, 2 მილიარდამდე ადამიანი სასმელად დაბინძურებულ წყალს მოიხმარს და ამ ადამიანებში მხოლოდ მესამე მსოფლიოს ქვეყნების მაცხოვრებლები როდი მოიაზრებიან.

ადამიანი წყალს ყოველდღიურად მოიხმარს. მასთან ერთად ორგანიზმში შესაძლოა მოხვდეს როგორც სასარგებლო, ისე უარყოფითი ნივთიერებები, რაც მის გემოსა და სუნზეც აისახება.

დაბინძურებული წყალი სხვადასხვა დაავადებების პროვოცირებას ახდენს და 30%-ით უფრო აჩქარებს დაბერებას. აი, რატომაა მნიშვნელოვანი მისი ხარისხის შემოწმება. თუ საშუალება არ გაქვთ, რომ სასმელი წყალი ლაბორატორიულად გამოაკვლევინოთ, მისი ხარისხის განსაზღვრა თავისუფლად შეგიძლიათ სახლის პირობებშიც. გთავაზობთ 7 მეთოდს წყლის ხარისხის შესამოწმებლად:

1. შენახვა

ეს ტესტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ არის თუ არა წყალში სხვადასხვა სახის მინარევები. ჩაასხით სუფთა, გამჭვირვალე ბოთლში წყალი. დალუქეთ და დადგით ბნელ ადგილას. თუ რამდენიმე დღის შემდეგ ბოთლის კედლებსა და ფსკერზე ნალექი შეამჩნიეთ, ან წყლის ზედაპიზე ნალექია მოგდებული, წყლის ხარისხი ნამდვილად არაა კარგი. ის მეტალების მარილებითაა დაბინძურებული.

2.წამოდუღება

ამ მეთოდით გაარკვევთ შეიცავს თუ არა წყალი მეტალებს დიდი კონცენტრაციით. სუფთა ჭურჭელში ჩაასხით წყალი და წამოადუღეთ. არ გადმოდგათ, ადუღეთ კიდევ 15 წუთი. გადმოდგით. 20 წუთი დაელოდეთ სანამ წყალი შეგრილდება და ფრთხილად გადაღვარეთ. ნადები და ნადუღი ჭურჭლის კედელზე-ცუდი მაჩვენებელია. თუ ნადების ფერი მონაცრისფროა, წყალში კალციუმის მაღალი შემცველობაა, თუ მოყვითალო-მოყავისფრო ფერი აქვს-რკინის შემცველობაა მაღალი.

3.ტესტი “მარგანცოვკით"

ჩვეულებრივი “მარგანცოვკით" დაადგენთ გამოდგება თუ არა წყალი სასმელად. ჩაასხით ჭიქაში გასატესტი წყალი, ჩაყარეთ მცირე რაოდენობით “მარგანცოვკა" და დააკვირდით რეაქციას. წყალმა ღია-მოვარდისფრო შეფერილობა უნდა მიიღოს. თუ მოყვითალო შეფერილობის გახდება, წყალი სასმელად არ ვარგა.

4. მოამზადეთ ჩაი

სხვადასხვა წყალში ჩაი სხვადასხვანაირად შეიძლება მოიხარშოს. მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა გმართებთ იმაზე, თუ რამდენად გამჭვირვალეა სასმელი. სუფთა წყლით მოამზადეთ ჩაი და შემდეგ ჭიქაში ჩაასხით 40-50 გრამი სატესტო წყალი. თუ ხსნარი გაცილებით ღია შეფერილობას მიიღებს, წყლის ხარისხი მისაღებია. თუ ჩაი გამუქდა და შეიმღვრა, წყალი დასალევად არ ვარგა.

5.აწონეთ

ითვლება, რომ კარგი ხარისხის წყალი გაცილებით მსუბუქია დაბინძურებულზე. სამზარეულოს სასწორის მეშვეობით შეგიძლიათ წყლის ორნაირი ნიმუში აწონოთ და ერთმანეთს შეადაროთ. პირველი ნიმუში-გაფილტრული, მეორე კი-ონკანის. ჭურჭელს რაც შეეხება, ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე ჭიქა გამოიყენეთ, რომ სხვაობა არ მიიღოთ. თუ ორივე შემთხვევაში თითქმის იდენტურ მაჩვენებლებს დააფიქსირებთ, ონკანის წყალი დასალევად უსაფრთხოა.

6.ტესტი სარკით

დააწვეთეთ წყლის მცირე რაოდენობა სარკის სუფთა ზედაპირზე. მოიცადეთ, სანამ წყალი აორთქლდება, შემდეგ კი შედეგი შეაფასეთ. თუ სარკის ზედაპიზე ლაქა დარჩა ე.ი. წყალში მინარევებია. კარგი ხარისხის წყალმა აორთქლების შემდეგ ზედაპირზე კვალი არ უნდა დატოვოს.

7.საპნის ხსნარი

ამ მეთოდით წყლის სიხისტეს შეამოწმებთ.დაამატეთ წყალში ცოტა საპონი. თუ წყალი რბილია, საპონი მალევე გაიხსნება და დიდი რაოდენობით ქაფს წარმოქმნის. ხისტი წყლის შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა: ცხიმოვანი მჟავები წყალში შემავალ კალციუმსა და მაგნიუმთან მტკიცე შენაერთებს წარმოქმნიან და ქაფი ფაქტიურად არ წარმოიქმნება.

ცხოვრების მანძილზე ადამიანი დაახლოებით 35 ტონა წყალს მოიხმარს.აი, რატომაა ასე მნიშვნელოვანი წყლის ხარისხის შემოწმება და კონტროლი!

http://intermedia.ge
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა