შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროპის სპორტულ კვირეულს სიღნაღიც შეუერთდა

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 09 ოქტომბერი 2018
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია 23 სექტემბრიდან 30 სქტემბრის ჩათვლით, ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს.

როგორც ჩვენთან საუბარში, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ხათუნა აღამონაშვილმა განაცხადა, შეჯიბრებები სპორტის რამდენიმე სახეობაში მიმდინარეობს.
„მერია შეუერთდა ევროპის სპორტის კვირეულს. დღეს ორ საათზე დაიწყო ტურნირი მინი ფეხბურთში, სადაც სხვადასხვა სოფლის 14 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრი 30 რიცხვის ჩათვლით გაგრძელდება. ხვალ სამ საათზე დაიწყება ჭადრაკის ჩემპიონატი. ხოლო ოთხ საათზე გაიმართება შეჯიბრი მკლავჭიდში. გამარჯვებულების დაჯილდოება 29-ან 30-სეტემბერს იქნება. ფეხბურთში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა თასი, ხოლო ჭადრაკში და მკლავჭიდში პირველ ადგილზე გასულებს შესაბამისი მედლები და დიპლომები. გარდა ამისა საჩუქრებს გვიგზავნის სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა სამინისტროც. ღონისძიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 120 ლარი გამოიყო.“

შეგახსენებთ, რომ ევროპის კვირეული ყოველ წელს, სექტემბრის თვეში, მთელი ევროპის მასშტაბით იმართება და მიზნად სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაცის ისახავს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია