შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კრიტიკული შეუსაბამობების გამო დახურული კაკაბეთის ბაღი მალე გაიხსნება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30296 
 22 თებერვალი 2019
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის პირველ საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სააღმზრდელო დაწესებულება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობების გამო ოქტომბერში დახურა.



პროექტის - „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ -კახეთის რეგიონული კოორდინატორის თამარ მოდებაძის განცხადებით, ბაღი პროექტის ფარგლებში ტექნიკური შეფასების ანგარიშში მოხვდა.
„ჰქონდა საკმაოდ მძიმე შეფასება. სანიტარიისა და ჰიგიენის თვალსაზრისით. დაზიანებული იყო სამზარეულოს ჭერი, რომელიც ანტისანიტარიას იწვევდა. პროექტის ფარგლებში ვაწარმოეთ ადვოკატირება და განვახორციელეთ მონიტორინგი. გავაკეთეთ მიმართვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, გვქონდა შეხვედრებიც. ბოლო შეხვედრის დროს გვითხრეს, რომ გამოცხადებული იყო ტენდერი. ამჟამად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.“


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კაკაბეთის საბავშვო ბაღი უახლოეს მომავალში გაიხსნება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 000 ლარია გამოყოფილი.



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია