შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გამოვლინდა 20 გამარჯვებული რეგიონული მედიაორგანიზაცია

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2019
პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში საკონკურსო წესით შეირჩა 20 რეგიონული, დამოუკიდებელი მედიასაშუალება. ესენია: პანკისის სათემო რადიო WAY ტელეკომპანია “თანამგზავრი” “ქართლის ხმა” (www.qartli.ge) ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” გაზეთი ბათუმელები მედიაჯგუფი “აჭარა P.S.” “ქუთაისიპოსტი” რადიო “ძველი ქალაქი” ტელე-რადიო კომპანია “რიონი” ტელეკომპანია “გურია TV” “გურიის მოამბე” ტელე-რადიო კომპანია “ოდიში” ლაივპრესი ტელეკომპანია “ეგრისი” ტელეკომპანია “მეცხრე ტალღა” აღნიშნული 15 მედიასაშუალება მიიღებს მცირე გრანტს 4.200 აშშ დოლარის ოდენობით და მომდევნო 14 თვის განმავლობაში მოამზადებს, 4 სხვადასხვა ფორმატის ჟურნალისტური მასალისაგან შემდგარ, 3 თემატურ პაკეტს. მასალები ევროკავშირის, ნატოს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემაზე მომზადდება ადგილობრივი ინტერესებისა და საკითხების გათვალისწინებით. მარნეული TV სათემო რადიო “მარნეული” სათემო რადიო “ნორი” ATV-12 TOK TV აღნიშნული 5 მედიასაშუალება, რომელთა შემთხვევაშიც გრანტის ოდენობა 4.500 აშშ დოლარს შეადგენს, იგივე შინაარსის, 5 თემატურ პაკეტს მოამზადებს. გრანტების გაცემის პარალელურად, შერჩეულ მედიაორგანიზაციებს, პროექტის ფარგლებში, ტრენინგები და კონსულტაციები ჩაუტარდებათ, რაც მათი ჟურნალისტური ოსტატობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მენტორების დახმარებით, რეგიონული მედიასაშუალებები ახალი უნარების პრაქტიკაში გამოყენებას შეძლებენ. პროექტის მიზანია, რეგიონული მედიის მხარდაჭერის გზით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა. პროექტი „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” – ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციონ ცენტრთან პარტნიორობით და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია