შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

'წამოვედი და ლადოც ზურგში მომაყოლეს"-რას იხსენებს ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36439 
 21 თებერვალი 2019

"განათლების და მეცნიერების კომიტეტის გაცისკროვნებული სახე როცა დავინახე(დარწმუნებული ვარ გულით გაიხარა)ლადო აფხაზავას გვერდით, რომელმაც დიდი სასწაული მოახდინა, არ შემეძლო არ დამეწერა. ალბათ ქ-ნ მარიამს არ ეცოდინება, ხელისუფლებას რომელსაც იგი წარმოადგენს პირველ გადაწყვეტილება რაც მიიღო, 2012 წლის გამარჯვების მერე სწორედ ლადო აფხაზავას გამოშვება იყო, რომელიც 200₾ ხელშეკრულებით მყავდა აყვანილი ახალგაზრდულ სამსახურში.  წამოვედი და ლადოც ზურგში მომაყოლეს)))
ასეა, არასდროს არ უნდა შეეხო საჯარო მოხელეების იმ რგოლს და არ უნდა ჩართო პოლიტიკაში, რომლებსაც ეს არ ეხებათ - მორჩა"-ასე გამოეხმაურა ჩიბათის სკოლის პედაგოგის, ლადო აფხაზავას დიდ წარმატებას საკრებულოს დეპუტატი და ლანჩხუთის გამგებელი წინა ხელისუფლების მმართველობის დროს, კახა ასკურავა, რომელის ფეისნუკ პოსტსაც კომენტარით ლანჩხუთის გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ირმა მგელაძე პასუხობს: 

" და ასევე მოგაყოლეს ზურგში მთლიანად ეს სამსახური, რომელიც ძალიან წარმატებული იყო და დააკომპლექტეს სრულიად გამოუცდელი ადამიანებით, რომელთაგან არც ერთი ახალი პროექტი არ გვინახავს განხორციელებული"-წერს მგელაძე. 

ცნობისთვის: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარდგენილ ათ ფინალისტს შორისაა.

ჯილდოს დამაარსებელი Varkey-ს ფონდია, საუკეთესო ათეული კი ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა წარადგინა. ფინალისტები ასევე არიან მასწავლებლები დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ბრაზილიიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, აშშ-დან, კენიიდან, ინდოეთიდან, ავსტრალიიდან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია