შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დასრულდა მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ ვერტიკალში “ჩასმის” პროცესი" - ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 თებერვალი 2019

გუშინ კარგი დღე იყო.
დასრულდა მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ ვერტიკალში “ჩასმის” პროცესი.
აღდგა ნომენკლატურული კაპიტალიზმის სისტემა, როდესაც ხელისუფლება არის ბიზნესის დირექტორი და სრულად აკონტროლებს ფინანსურ ნაკადებს.
ეს იყო ბოლო ორი ელემენტი, რაც ხელს უშლიდა ქართულ ოცნებას საკუთარი თავის “ნაციონალური მოძრაობის” სამართალმემკვიდრედ გამოცხადებაში. ჯერ მხოლოდ მანკიერების ნაწილში, პოზიტივი უჭირთ.
გადმოფორმების პროცესი დასრულდა. ახლა შეუძლიათ სახელებიც გაცვალონ. პავლე გახდა სავლე. შესაბამისად, სავლეს შანსები, გახდეს პავლე, გაიზარდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია