შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთში დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცი გარდაიცვალა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36464 
 22 თებერვალი 2019

დღეს ლანჩხუთში მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს დაჭრილი ორი მამაკაციდან, ერთ-ერთი, 46 წლის ო.მ გარდაიცვალა.

მამაკაცი, რომელიც ფოთის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობის გამო გარდაიცვალა. 

მეორე დაჭრილს კი, 55 წლის მამაკაცს ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრში ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. 

ცნობისთვის, დღეს საღამოს ლანჩხუთის სოფელ ახალსოფელში მეზობლებმა ერთმანეთი სანადირო თოფით დაჭრეს. ამ დროისთვის უცნობია მიზეზები, რის გამოც მამაკაცები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

მომხდარზე გამოძიება სსკ 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია