შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ფრთხილად! სააშიში ურჩხული მალე თქვენც გაგაგყლაპავთ! " - მუხაშავრია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36504 
 23 თებერვალი 2019

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციიის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელ დირექტორ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური სუბიექტი მეორედ არჩევის შემდეგ სრულიად კარგავს რეალობის შეგრძნებას და ქვეყნის მართვის ნაცვლად ქვეყნის მისაკუთრებას ლამობს. ჰოდა, იქ იწყება დასასრული.

ჩემი აზრით, მოხდა ის, რომ ყველასთვის მოულოდნელად, ალბათ, უფრო ბესელიასთვისაც მოულოდნელად, მოსამართლეთა კლანი იმაზე მეტად „ყოჩაღი და შორსმჭვრეტელი“ აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს ეგონა.

მოსამართლეებმა სააკაშვილის დროს ჩადენილი დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევა რომ მოახერხეს, შემდეგ მოუნდათ იმუნიტეტი სამიდღემჩიოდ და სიკვდილამდე პრივილეგიების განაღდება. მთავარია ივანიშვილთან შეათანხმო და დადო გარიგება, დანარჩენი ავტომატურად დაეთანხმება რასაც ზემოდან ეტყვიან.

ბესელიამ მოინდომა, მაგრამ რა გამოვიდა ამ საქმიდან, დღეს ყველა ვხედავთ.

ჰოდა, მინდა მავანს ვუთხრა - მოსამართლეთა კლანი უკვე საშიში ურჩხულია და შეიძლება ძალიან მალე თქვენვე გადაყლაპოთ, ფრთხილად!

აქაც უნდა ვთქვა - მაგათაც რომ გადაყლაპავს, მერე ჩვენ როგორ გადავრჩებით მე ის მაწუხებს, თორემ ვირთხის გამოყვანის პროცესს რომ ვუყურებთ, მგონი, ცხადია.

წინ გავიხედოთ, ბატონებო და ვიფიქროთ რამდენად საშიშია სამიდღემჩიოდ გამწესებული უზნეო და უპრინციპო მოსამართლეებით დაკომპლექტებული სასამართლო, რომელიც მომავალ 4-5 პარლამენტს მაინც მოინელებს

როცა სახელმწიფოში საზოგადოება ვერ ახერხებს მტყუან-მართლის გარჩევას იმიტომ, რომ მოსამართლე არ ჰყავს და სასამართლო არა აქვს, ადამიანები ყოველთვის მოძებნიან ალტერნატივას.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია