შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საპატრიარქო ჩანასახისთვის სტატუსის განსაზღვრის ინიციატივით გამოდის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36507 
 23 თებერვალი 2019

2017 წელს საქართველოში 25 ათასამდე აბორტის შემთხვევა დაფიქსირდა. რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევების  მიხედვით, აბორტი შობადობის პრობლემის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

აბორტების საგანგაშო მაჩვენებლის შესამცირებლად საპატრიარქომ საკუთარი ინიციატივები პოლიტიკური ჯგუფებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს წარუდგინა.

ერთ-ერთი ინიციატივა ჩანასახის სტატუსის განსაზღვრას გულისხმობს.

მამა ანდრია ჯაღმაიძე: " ჩანასახის უფლებაა, რომ მას ჰქონდეს საშუალება მოევლინოს ქვეყანას. სიცოცხლის უფლებაა მისი. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ჩანასახის სტატუსის განსაზღვრა. ჩვენი კანონმდებლობა აღიარებს ჩანასახის მემკვიდრეობას. ეს არის ასახვა მისი სხვა დანარჩენი უფლებებისაც კანონში და ამიტომ შეიძლება ამ თემის კიდევ უფრო მეტად გავრცობა საკანონმდებლო დონეზე, რომ სრული უფლებები, რითიც ვსარგებლობთ ჩვენ ჰქონდეს ჩანასახსაც. თუ კარგად გავაანალიზებთ ჩვენ დავდგებით ასეთი სურათის წინაშე: ყველაზე უფრო უსუსური და დაუცველი ადამიანი არის უდიდესი ძალადობის ქვეშ, პირდაპირ სიკვდილის განაჩენის ქვეშ. ამიტომ ამაზე თვალის დახუჭვა იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა"- განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა