შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘დაუსრულებელი’ ექსპედიცია

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21509 
 22 თებერვალი 2019
სამცხე–ჯავახეთში სტუდენტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ექსპედიცია მხარის ყოფილი გუბერნატორის კახა სამხარაძის ინიციატივით 2018 წლის 11 ივნისს დაიწყო და 27 ივლისს დასრულდა. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100–მდე სტუდენტმა ორი–ორი დღის განმავლობაში ექვსივე მუნიციპალიტეტის კულტურულ -ისტორიული ძეგლები, ტურისტული ობიექტები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ერთად დაათვალიერა, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი პრობლემებიც მოისმინა. ამ პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდები გუბერნატორთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე მერიის თანამშრომლებთან ერთად ღამეს კარვებში ათევდნენ. ექსპედიციის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს თავიანთი თვალით დანახული პრობლემების შესახებ წინადადებები უნდა მოემზადებინათ და სამხარეო ადმინისტრაციაში მიეტანათ. ადმინისტრაციას ეს ინიციატივები უნდა გაეანალიზებინა და რეგიონის განვითარების სამომავლო გეგმაში გაეწერა, ასევე, მუნიციპალიტეტებს ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას გაეთვალისწინებინათ. თუმცა, ჯერ კიდევ ექსპედიციის დასრულებამდე ერთი დღით ადრე, 26 ივლისს კახა სამხარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის გამო სტუდენტებს და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ახალქალაქში ექსპედიციის მოწყობა კახა სამხარაძის გარეშე მოუწიათ. 2018 წლის 20 აგვისტოდან კი ამ პოზიციაზე ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა. რეგიონის პირველმა პირმა დანიშვნიდან მალევე, სექტემბრის ბოლოს, „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, რომ მისი წინამორბედის მიერ წამოწყებული პროექტის დასრულებას და სტუდენტებთან სამომავლო თანამშრომლობას გეგმავდა. „სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მეც ახალგაზრდა ვარ და ვფიქრობ, რომ მათთან კომუნიკაცია მექნება. რაც შეეხება ექსპედიციებს, უკვე დასრულდა, ყველა მუნიციპალიტეტი შემოიარეს. დამატებითი შეხვედრა იყო საჭირო საბოლოო გადაწყვეტილება რომ მიეღოთ რეგიონის განვითარების გეგმასთან დაკავშირებით. მოგესხენებათ, რომ აქამდე სტუდენტები ისვენებდნენ და ამიტომ მათთან შეხვედრა ვერ მოვახერხე, თუმცა აუციებლად შევხვდები, მოვისმენ მათ მოსაზრებებს და პროექტს დავასრულებთ. უნდა ვიმსჯელოთ რა ფორმით გვქონდეს კომუნიკაცია იმისთვის, რომ შედეგი მიიღოს რეგიონმა“, – აცხადებდა მაშინ ბესიკ ამირანაშვილი. მხარის რწმუნებულის ამ განცხადებიდან ხუთი, ექსპედიციის დასრულებიდან კი შვიდი თვე გავიდა, თუმცა, რა ბედია ეწია სამხარაძის წამოწყებულ ექსპედიციას ამ დრომდე უცნობია. სამხარეო ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაცია წერილობით ჯერ კიდევ 2018 წლის 20 ნოემბერს გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. ადმინისტრაციაში ამ საკითხზე, რედაქციის არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომენტარიც არ გააკეთეს. სტუდენტები ამბობენ, რომ ღონისძიებების დასრულების შემდეგ სამხარეო ადმინისტრაციაში აღარ შეკრებილან და არც იმ საკითხებზე უმსჯელიათ, რომლებიც ექსპედიციის დროს ჩაინიშნეს.„მოვინიშნეთ რომელ მუნიციპალიტეტში რა იყო მოსაგვარებელი, პრობლემები ჩამოვწერეთ და გუბერნატორთან მივიტანეთ. მას შემდეგ შეხვედრა არ გვქონია“, – ამბობს სტუნდენტი ანა არუთუნიანი, რომელმაც ექსპედიციის ფარგლებში სამი მუნიციპალიტეტი მოიარა.შედგა თუ არა საბოლოო დოკუმენტი, სადაც სტუდენტების ინიციატივებისა და წინადადებების ანალიზის შედეგად რაიმე გეგმები დაისახა, ამის შესახებ ინფორმაცია არც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს აქვთ.„მე მხოლოდ სტუდენტების და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მასპინძლობა მევალებოდა. ორდღიანი ექსპეტიცია იყო, ჩვენთან არფერი არ შემოუტანიათ, სხვას ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ.„როგორც მახსოვს, სტუდენტებს უნდა დაეწერათ თავიანთი შეხედებულებები და იდეები. სამხარეო ადმინისტრაცია და მაშინდელი გუბერნატორი იყო ამის ინიცატორი, იქ უნდა შეკრებილიყვნენ, სხვა არაფერი ვიცი“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე.ექსპედიციის მოწყობა 15 000 ლარზე მეტი დაჯდა. ამ თანხაში შედის თვითმმართველობების მიერ კვებისთვის გახარჯული თანხა: ახალციხე – 2 889 ლარი, ნინოწმინდა– 1 000 ლარი, ასპინძა– 2 570, ადიგენი – 6 240 ლარი, ახალქალაქი – 1 000 ლარი. რაც შეეხება ბორჯომს მათ მიერ გაწერილი თანხის ოდენობა უცნობია, უწყებამ საჯარო ინფრომაცია არ მოგვაწოდა. სამხარეო ადმინისტრაციის თანმშრომლების გადაადგილებისთვის გუბერნიამ ბიუჯეტიდან ბენზინის საყიდლად 800 ლარი გამოიყო, სტუდენტების ტრანსპორტირებისთვის კი 860 ლარი არასამთავრობო ორგანიზაცია „world vison–მა“ გადარიცხა. მარშრუტი მხოლოდ ქრისტიანული ძეგლების გავლით
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია