შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ახალგაზრდა ქალი მდინარეში გადახტა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21517 
 24 თებერვალი 2019
შემთხვევა, დღეს, 24 თებერვალს, დაახლოებით, 15:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, გოგონა, რომელიც ხიდიდან გადახტა ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა: „ეს ქალი ცდილობდა მის დაკავებას, მაგრამ ხელი გააშვებინა და გადახტა. ამის მერე გადახტომას მეორე ქალიც ცდილობდა, მაგრამ ქუჩაში გამვლელებმა გააკავეს“. 25 წლამდე ქალი წყლიდან ფაქტის შემსწრე სამმა კაცმა გამოიყვანა: „რომ გამოვიყვანეთ ცოცხალი იყო, მაგრამ ვიდრე სასწრაფო მოვიდა გაითიშა“. დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, მას მრავლობითი მოტეხილობა აქვს, შოკშია და აპარატზეა შეერთებული. რედაქცია საავადმყოფოდან ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე ელოდება.მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურში შეტყობინება არ შესულა.დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქალი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ადგილობრივი არ არის. [თამუნა უჩიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია