შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს ხელისუფლება გამოქვაბულიდან გამოსულს ჰგავს" - სანიკიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36549 
 25 თებერვალი 2019

როდესაც საბჭოთა ჯარი შემოვიდა, მხოლოდ ახალგაზრდების ნაწილმა შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, დანარჩენი საზოგადოება მაყურებლის როლში იყო. იგივეა ახლაც, არ გვინდა ოკუპაცია, ვდარდობთ, მაგრამ ზერელედ, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ხელისუფლებამ ვალი მოიხადა და „ტაბელი გადაატრიალა“ ტაბახმელაში.

„დღვანდელი ვითარება ძალიან ჰგავს მაშინდელ ვითარებას. ეროვნული ამოცანა მაშინაც და დღესაც მინიმუმზეა დაყვანილი. მაშინაც, როდესაც საბჭოთა ჯარი შემოვიდა, მხოლოდ ახალგაზრდების ნაწილმა შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, დანარჩენი საზოგადოება მაყურებლის როლში იყო. იგივეა ახლაც, არ გვინდა ოკუპაცია, ვდარდობთ, მაგრამ ზერელედ“, - აცხადებს სანიკიძე.

მისივე თქმით, ეროვნული იდეალები გადადის პერსონებზე და არა მთლიანად ხალხზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დღეს ნაკლებად აქტუალურია.

„საზოგადოებასაც, მედიასაც და ხელისუფლებასაც არ აინტერესებთ დაკარგული ტერიტორიები. აღარავინ მუშაობს ამ მიმართულებით ისე, რომ მტერმაც და მოყვარემაც გაიგოს, რომ ქართველებისთვის ნომერ პირველი პრობლემა დაკარგული ტერიტორიები და ოკუპაციაა. რა ოკუპაცია, გედევან ფოფხაძისპარტიიდან წამოსვლა უფრო აინტერესებთ, ვიდრე ის, როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი. დავკარგეთ იმედი, ბრძოლის უნარი. ალბათ, ამიტომ ჰგავს ჩვენი დღვანდელი ვითარება მაშინდელი 25 თებერვლის ვითარებას. ოღონდ ხელისუფლებებს შორის მაინც არის ერთი სხვაობა - სოციალ-დემოკრატები პატიოსანი ხალხი მაინც იყო, ქვეყანას არ ძარცვავდა, ისე, როგორც ამას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. ეს ხელისუფლება გამოქვაბულიდან გამოსულს ჰგავს. ჩვენ ვართ ეროვნული გადაღლის ეპოქაში“, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია