შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კანი აღარ დამრჩა, დაჭმული ვარ, ადგილი აღარ დამრჩა"...

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36516 
 24 თებერვალი 2019

"მოგესალმები, ბატონო ბიძინა, ნაკვირახად ქცეული ქვეყნიდან, ნაკვირახად ქცეული გამომშრალი, დაკბეჩილი, დაჩიავებული, ხორცშეურჩენელი, სიცოცხლეგამოწურული ქალაქიდან... იმერელი კაციხართ და გაიგებთ, გეცოდინებათ, რას ნიშნავს ნაკვირახა...

კანი აღარ დამრჩა, დაჭმული ვარ, ადგილი აღარ დამრჩა...

ქვეყნის მთავარმა პროკურორმა იკადრა და განათლების დამადასტურებელი მოწმობა არ გვაჩვენა, მაგრამ ჩვენ არგვიკვირს ასეთი პროკურორები, მივეჩვიეთ, ასე ხდება, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა...

ერთი წელი გავიდა და ვერ მივეჩვიე დათო სარალიძის მკვლელის დაუსჯელობას, ვერ შევეჩვიე და ვერ შევეჩვევი... აღარ ვარ ადამიანი, ნაკვირახა ვარ და აღარ დამრჩა ადგილი რამის შესანახად ან დასავიწყებლად...

არასოდეს დაინტერესებულხართ, რა მოხდა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა?

ბევრს წერდნენ, რომ სარალიძე ბავშვებს აბულინგებდა და ჩაგრავდა, მაგრამ ხმას არ იღებენ, რას მოჰყვა იმ დღესბავშვების დახოცვა...

რაღაც დროის წინ მოწმეს ვესაუბრე, არ ვიტყვი დროს, მისი იდენტიფიცირება რომ ვერ მოხდეს, ვითმინე ამისტორიის მარტომ ტარება, გულში ჩადება, ეგრევე რომ დამეწერა, შესაძლოა ეპოვათ - ისიც შეშინებულია, ყველაშეშინებულია დღეს, ნაკვირახად იქცა ქვეყანა და ნაკვირახას ეშინია, ბატონო ბიძინა, არ არის გასამტყუნებელი.

ხოდა, მე გეტყვით ახლა, რას მოჰყვა ხორავას ქუჩის მკვლელობა...

იმ დღეს საპირფარეშოს იატაკი სველი იყო, იმ დღეს ფეხსაცმლის ძირი სველი ჰქონდა ერთ პატარა მკვლელს, ხოდა, ამ სველი ფეხსაცმლის ძირით სცემა სარალიძის კლასელი, საპირფარეშოში ფეხები ურტყა მთელ ტანზე, არაფრისგამო, სრულიად არაფრის გამო, გამოიჭირა და ურტყა...

დაგვიანებული შევიდა ეს ბავშვი გაკვეთილზე, ტანისამოსზე ყველგან ფეხსაცმლის ძირის სველი ნაკვალევი - არდაგავიწყდეთ, რომ ეს ამბავი არ მომხდარა აგვისტოში, რომ ცივი წყლით ჩამოერეცხა და გაეშრო, შუა ზამთარში, ნახევრად სველი, ფეხსაცმელების ძირის ნაკვალევით აჭრელებული დაბრუნდა საკლასო ოთახში....

კი, მე ხომ გოგო ვარ, მეც აღვშფოთდებოდი, მეც ავდგებოდი და ვკითხავდი, რა დაემართა, ვინ გაიმეტა ასე, ვინწაუსვა ტანისამოსზე შარდიანი და წყლიანი ფეხები, მეც მენდომებოდა, ჭკუა მესწავლებინა ამის ჩამდენისთვის, მითუფრო, რომ მასწავლებელი და სკოლა ხმას არ იღებს, მით უფრო რომ მასწავლებელსაც აქვს ის ოხერი ორი თვალიდა მე თუ დავინახე, მასაც უნდა დაენახა და გაერკვია...

მეც მომკლავდნენ, ალბათ, ახლა ვიცი, რომ მომკლავდნენ, მაგრამ მაინც, სადაც არ უნდა ვნახო საპირფარეშოში, შარდით და წყლით დასვრილი ფეხსაცმლით ნაცემი კლასელი - არც ახლა დავიხევ უკან...

არ უნდა გამოსარჩლებოდა სარალიძე, თავი უნდა დაეხარა, არ უნდა ეკითხა, რა სჭირს, ჩუმად უნდა წამოსულიყოსახლში?.. ასეთი ერი გინდათ, ასეთებად გინდათ ჩვენი შვილების გაზრდა...

ოთხმა მოზარდმა მოკლა სარალიძე - ერთმა იმ შარდიანი და წყლიანი ფეხით, არაფრის გამო რომ სცემა სარალიძისკლასელი, მერე საქმის გასარჩევად რომ ნათესავები და მათი მეგობრები დაიბარა - იმან, მერე სამმა დაარტყა, სამიგანსხვავებული იარაღი დაარტყა სამმა და ამ ოთხიდან მხოლოდ ორი ითხოვდა: გამიშვით, უნდა ვაღიარო, ბიჭიმოვკალი და უნდა ვზღოო, მაგრამ მშობლები გადაეფარნენ, ბიძიებმა და მამებმა სიტყვა შეაწიეს და უფლება არმისცეს აღიარების, გადამალეს, გადააფიქრებინეს...

ერთს ვიტყვი, ამ ორი ბიჭიდან, რომლებსაც აღიარება და ჩაჯდომა, დანაშაულისთვის სასჯელის მიღება სურდათ, არცერთი არ იყო დიაკონის გაზრდილი, არცერთი არ იყო სასულიერო პირის შვილი.

ამ ოთხი ბიჭის გარდა, სკოლის დირექციამ მოკლა სარალიძე და დადუნაშვილი, მასწავლებლებმა მოკლეს - მასწავლებელსაც ხომ აქვს ის ორი თვალი, ხომ დაინახა ნაცემი და სველი მოსწავლე, ხომ დაინახა ფეხსაცმლისძირებით აჭრელებული ჯინსი, ხომ დაინახა, როგორ ვერ დაინახავდა - და ხომ შეატოვა სარალიძეს, ხომ დატოვა ესნაცემი ბიჭი სარალიძის იმედად, ბავშვი ბავშვის დასაცავად ხომ გაუშვა და თავად მშვიდად გააგრძელა პედაგოგობა, არაფერი საერთო რომ არ აქვს ჩვენი შვილების აღზრდასთან, ის პედაგოგობა.

ამ ოთხი ბიჭის და მასწავლებლების გარდა, საზოგადოებამ მოვკალით სარალიძე და დადუნაშვილი, შვილებსსიმართლის მხარეს დგომას ვინც არ ვასწავლით...

ხოდა, მთავარმა პროკურორმა ხომ ითხოვა დრო საქმის გადასახედად, იმ ტომების გადახედვით დაიწყოს - გრიფით«საიდუმლო» რომ აწერია და საპარლამენტო კომისიასაც რომ არ წააკითხეს.

გვითხრას, გამოვიდეს და ის სიმართლე მაინც გვითხრეს, რომ სარალიძე კი არ აბულინგებდა - იცავდა, სარალიძე კიარ სცემდა - იმათ ეფარებოდა, ვისაც სცემდნენ, სარალიძე სკოლის მანდატურისა და დირექციის საქმეს რომაკეთებდა, ეს გვითხრას.

მერე რა, რომ დიპლომი არ ვიცით აქვს თუ არა, რომც არ ჰქონდეს დიპლომი, სკოლის ატესტატიც რომ არ ჰქონდეს, არ უნდა ამის თქმას დიპლომი და განათლება, კაცობა უნდა ამის თქმას, მეტი არაფერი.

- დადუნაშვილი რატომ მოკლეს? - ვკითხე თვითმხილველს...

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად სწავლობდა და ძალიან ჭკვიანი იყო, დადუნაშვილი არ იყო«ბოტანიკი», სულ იქ იდგა, სადაც ვინმეს დაცვა სჭირდებოდა, არასოდეს ჩაუვლიდა ჩხუბს გვერდით, მართალია, ტანად სუსტი იყო, მაგრამ, თუ სადმე დაინახავდა, რომ რამდენიმე ერთს სცემს, პირდაპირ იმ ერთის მხარესდადგებოდა, არც იკითხავდა მიზეზს, იცოდნენ, რომ სარალიძის მხარეს დაიჭერდა და ცოტა არ იყოს, არ იყოდადუნაშვილის ძალა არგასათვალისწინებელი, ამიტომ პირდაპირ დაარტყეს, სიტყვის უთქმელად.

ბატონო ბიძინა, თქვენს სიცოცხლით სავსე ქალაქში ის ბიჭები დახოცეს, სიმართლისა და დაჩაგრულის მხარეს რომიდგნენ, მიუხედავად იმისა, რამდენი ადამიანი იდგა მეორე მხარეს, რამდენი იარაღი იყო მოშვერილი - ამის მერე, სარალიძეს ბულინგობა დააბრალეს, მერე მამას ნაციონალობა და ქვეყნის გადატრიალების მცდელობა, მერე მამასსცემეს, მერე მამას კარავი წაართვეს, მერე წართმეული კარვების ნაცვლად რომ ათჯერ მეტი კარავი მიიტანა ქალაქმა, ელექტროენერგია შეუყვანეს კარავში - რა ვქნათ, სამართალი ვერ შეეტია კარავში, სამართალი ვერ შეიტანეს დაელექტროენერგია შეიტანეს და მითხარით, ვინ ვართ ჩვენ, ერი თუ ნაკვირახა?

ნაკვირახად გადაქცეულ ერს მეტი ეკუთვნის, ნაკვირახადქცეული ერი არ არის საშიში, ნაკვირახადქცეულიერისთვის კარტოფილიც არამია, ვალის ჩამოწერაც სიხარულია...

მაჩალიკაშვილს ესროლეს და მასრა გაქრა - იარაღში გაიჭედაო. ვის ევალებოდა იარაღის შემოწმება? - ის მაინცდასაჯეთ...

რას გვაძლევს ეს მასრა ასეთს, რომ მისი ამოღება არ მოხერხდა? რა ინფორმაციას მალავს ეს მასრა ასეთს?

მაჩალიკაშვილის მამა ამბობდა, რომ მის შვილს ის ტყვია ესროლეს, რომლის გამოყენებაც ცხოველზეც კიაკრძალულია და სასიკვდილოდ ესროლეს, მოსაკლავად...

ტყვიის ნაწილები სათითაოდ ამოკრიფესო - ამბობს, ამიტომ გაუკეთეს ოპერაცია, მაგრამ ტყვიის ერთი ნაწილი მაინცდარჩათ, მაინც ვერ ამოიღეს ბოლომდე.

ხოდა, იარაღი რომ გაიჭედა და მასრა ვერ ამოვიღეთ, იარაღი, ავდექით და, შესაკეთებლად წავიღეთ - ექსპერტიზაზეკი არა, როგორც სამხილი კი არ ამოვიღეთ, წავიღეთ და შევაკეთეთო...

ხელყუმბარაზე ვერ იპოვეს მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდი, სამაგიეროდ დადასტურებული ფაქტია, რომ ხელშიეჭირა ტელეფონი და მესიჯს აგზავნიდა...

დღემდე ვერ წარმოადგინეს მაჩალიკაშვილების სახლში შეჭრის დადასტურებული საფუძველი - ხოდა, ამყველაფრის გათვალისწინებით, არის თუ არა ეს განზრახ მკვლელობა?

გვშია, მაგრამ რა დროს შიმშილია, როცა უსამართლობა მგუდავს, უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევენ დაერთს ბულინგში სდებენ ბრალს, მეორეს ტერორიზმში... არ ვსაუბრობ, კაცობაზე, სინდისსა და ნამუსზე - იმკანონით ვსაუბრობთ, რომელი კანონითაც ბესელიას ვიდეოს ნახვისთვის დაიჭირეთ ადამიანები - ეს კანონი იმისუფლებას გაძლევთ, დაუდასტურებელი ფაქტები გაავრცელოთ ბავშვებზე, რომლებიც დახოცეთ და დაახოცვინეთ?

თუ გარდაცვლილებსა და გარდაცვლილების ოჯახებს არა აქვთ პირადი ცხოვრება, თუ პირადი ცხოვრება მხოლოდსექსია?

იმერელი კაცი ხართ და გეცოდინებათ, ნაკვირახა რა არის, ბატონო ბიძინა, მართალია, ახლა ბოსლები ევროპულსტანდარტებზე უნდა გადავიყვანოთ, აზიური ფაროსანით გადაბალახებულ ქვეყანაში, ევროპული ბოსლები უნდადავდგათ და ვისაც ორი ძროხა ჰყავს და ერთ წველა ყველას ყიდის,ბიზნესმენი უნდა ვუწოდოთ და იმ ერთი წველაყველის ფული წავართვათ - მაგრამ იმ ევროპულ ბოსლებშიც იქნება ნაკვირახა... ვერ გაექცევით...

საქონელს თივას ან ჩალას რომ დავუდებთ ბაგაში, ბოლომდე ვერ ჭამს, თივა და ჩალაც არ იჭმევა ბოლომდე, რჩებაღეროები, რომელიც აღარ იჭმევა, მორჩა, აღარ დარჩა მასზე კბილის მოსადები, გასატკვერი ადგილი აღარ დარჩა დაესაა ნაკვირახა...

ნაკვირახას საქონელიც აღარ ჭამს, საქონელიც ხედავს, რომ აღარ დარჩა ფოთოლი, აღარ დარჩა გასატკვერი...

პ.ს.

ხშირად მეკითხებიან, რატომ არ კლავს სარალიძე შვილის მკვლელებს და პროკურორებს...

და ვპასუხობ, ყველას არ შეუძლია ადამიანის მოკვლა...

ისევე, როგორც ყველას არ შეუძლია, თვეობით უტყვად იდგეს და სამართალს ჯიუტად ითხოვდეს...

და როგორ უნდა ჰყოლოდა ამ კაცს სხვანაირი შვილი, როგორ ეყოლებოდა ამ კაცს მკვლელი შვილი, როგორიქნებოდა, რომ ამ კაცის შვილს დაჩაგრულები, ნაცემები არ დაეცვა, სიმართლის გვერდით არ დამდგარიყო დასამართალი არ მოეთხოვა?

ვერ გამოვიდოდა ამ კაცის შვილი სხვანაირი, არ გამოვიდოდა...

მოკლეს და ვერ მოკლეს, მოკლეს და ჩემმა შვილმა ახლა გაიცნო, მოკლეს და ასე კარგად არავის შვილს არ ვიცნობ, მოკლეს და ბევრის შვილზე დიდხანს იცოცხლებს!".

წერილის ავტორი: თამო კეშელავა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
პოლიტიკა