შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურული ბებოს თვალით დანახული ოჯახი

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 თებერვალი 2019

ოჯახი ჯახია ბებო და თუ იცი რაფერი ტკბილი ჯახი, რომ შეგაჯანჯღარებს, გამოგაფხიზლებს და ადამიანობას გასწავლის.

მიზდღემჩი შაქარყინულს ვინ გალოკინებს აბა! ხანდისხან პიმპილაც შეგყვეს ეგება, მარა კარ უნდა გამოაფურთხო! უნდა გადაყლაპო და შეირგო იიც შენი წილია და უნდა გიყვარდეს.

ოჯახი წმინდაა ბებო და ღმერთი ცხოვრობს შიით. რამდენი აკვანიც გადავაქანე ღმერთი იყო იგი აბა რა იყო.
კიდო ომია ბებია ოჯახი, მარა თოფით კი არა... თოხით ომი.

უნდა აფხვიერო ასუნთქო... გვიმბრა და ეკალი მოაცალო... მარა ჭიშკარს გადაღმა კარ უნდა დაწვა სააშკარაოზე, მოფარებულში, შენდა ჩუმათა.

კაცი თავია ოჯახისო ღმერთმა თქვა და მასეც უნდა იყოს მაი, აბა გამოჩიჩინებული აბდალი კაძახი რათ გინდა. ქალი კისერიაო იიც უთქვამთ მარა, თხასავით კი არ უნდა აღერღეტოს კისერი უცხო ღობე ყორეს! მის ეზო კარში უნდა ჩეეტიოს და თუ რაიმე კაის გააკეთებს არ უნდა კივილი გზა-შარაწე აი რა ვქენიო...
ომიანობის დროს მარტო რომ დავრჩი ოთხი შვილით თუ იცი რას ვშობოდი?

ღამე ბაღნებს რომ დავაძინებდი....

სანთელს ჩავაქრობდი, ჭირდა ბებია სა იყო იმდენი სანთელი, ჩემი ფიქრები რომ გეენათებია... დავჯდებოდი სიჩუმეში და ჩემი ოდის კედლებს ვუგდებდი ყურს... თუ იცი რამდენ რამეს მიჩიოდნენ....?.
მაშინ საი იყო აბა ეკლესია, მარა მე ჩემი ეკლესია მქონდა, ჩემი ოჯახი და ღმერთიც ჩემთან იყო არ მტიებდა.

ასეა ბებია...

არ ხარ შენ უჭკუო ბაღანა მარა ბებიას დარიგება არაა ზედმეტი...

კაი დევიძინოთ ახლა დაგვათენდა საცაა...

დანარჩენი ხვალიზა გადავდოთ... ინებებს ღმერთი.

მართალია მაშინ კი ვერ ვწვდებოდი რას მარიგებდა ბებო, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვუსმენდი და მიხაროდა...

მარიამ ბაქანიძე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია