შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა ექვსი პირველი ადგილი აიღეს

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/sporti/article/30309 
 26 თებერვალი 2019
ფონიჭალაში ჩატარებულ კიკბოქსინგის ტურნირზე - ღია რინგი თელავის კიკბოქსინგის კლუბ „ჯორჯიას“ სპორტსმენებმა ექვსი პირველი ადგილი აიღეს.


მწვრთნელის ვანო ათამაშვილის თქმით, ტურნირში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
„შედეგებით კმაყოფილი ვარ. ექვსიდან ყველამ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ბრძოლებში მონაწილეობა მიიღეს როგორც გამოცდილმა, ისე დამწყებმა სპორტსმენებმა. ოთხი გოგოდან ერთ-ერთმა - მარიამ შაშიაშვილმა, ბიჭთან მოიგო ბრძოლა. ვულოცავ ყველას ამ გამარჯვებას. წინ მეტი შედეგები გველის.“

გამარჯვებულები გახდნენ: მიხო ბეჟუაშვილი, ლაშა იქაიძე, შორენა ვაჭრიძე, მარიამ შაშიაშვილი, ანა ჯავახიშვილი და დინა მამუკელაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია