შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მიმდინარეობს ოცნების ნაციონალიზაციის პროცესი – ფოფხაძე

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21529 
 25 თებერვალი 2019
გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდსა და მოსახლეობას შორის დიდი ბზარი გაჩნდა: „2012 წლის პირველი ოქტომბერი ძალიან კარგად მახსოვს და ამ დღესთან ემოციური კავშირი არ დამიკარგავს, მაგრამ მორალური უპირატესობა დავკარგე. ის მორალური უპირატესობა, რომელიც 2012 წელს, პირველ ოქტომბერს მე მქონდა, ამას განვიცდიდი და მეგონა, რომ მართალ საქმეს ვემსახურებოდი, ხალხისთვის ვაკეთებდი ამას. ამას განვიცდიდი ხალხთან ურთიერთობითაც, იქიდანაც იგივე ემოცია მოდიოდა, ამიტომ ეს მორალური უპირატესობა მე მჭირდება, პოლიტიკაში რომ ვიყო. თუ მე ამას დავკარგავ, მე მეეჭვება, რომ რაიმე საკითხთან დაკავშირებით ვინმესთვის ღირებული იყოს. რეალობა დღეს ისეთია, რომ მიდის „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაციის“ პროცესი, როგორ პერსონალურ დონეზე, ისე ღირებულებით დონეზე - ჩვენ ვთქვით, რომ გვაწყობს „ნაციონალების“ პროკურორები, „ნაციონალების“ მოსამართლეები, „ნაციონალების“ ჩინოვნიკები. ბიზნესმენებიც, ვინც იმ დროს კარგად იყო, ძალიან კარგად არის, ამას ყველაფერს ჩვენი პოლიტიკური გარანტიები დაემატა და ეს გავამართლეთ იმით, რომ „აბა, როგორ, სულ ხომ რეპრეიებს არ მოვუწყობთ ვიღაცას?“ რეპრესიებზე არ საუბრობდნენ, საუბრობდნენ იმაზე, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, როდესაც არაკეთილსინდისიერად ემსახურება, მან პასუხი უნდა აგოს თავის არაკეთილსინდისიერებაზე და სწორედ ეს იყო მორალური ვალდებულება, რომელიც ჩვენ 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა დაგვაკისრა". ფოფხაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით აღებული ვალდებულების დიდი ნაწილი "ოცნებამ" არ შეასრულა: "დღეს ჩვენ ისევ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ ჩვენსა და მოსახლეობას შორის ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა და ეს ბზარი ოფიციალურად გაგვიფორმა საზოგადოებამ ბოლო საპრეზიდენტო არჩვნებზე, როდესაც გვითხრა, რომ ჩვენ თქვენ არ მოგვწონხართ, არ გვინდიხართ ან რაღაც ქენით. ჩვენ მეორე ტურში ვუთხარით, რომ ვიზამთ, უკეთესები გავხდებით, ოღონდ ახლა ნუ გაგვწირავთ ბოლომდე და ჩვენ გპირდებით, რომ უკეთესები ვიქნებით. მეორე ტურს ეს არ მოჰყვა, არათუ უკეთესობაზე არ დაიწყო არავინ ფიქრი, არამედ საზოგადოების წინაშე კიდევ უფრო დიდი ბზარის გაჩენა დაიწყო და ხალხმა დაინახა, რომ ეს დაპირება იყო ძალიან დიდი ტყუილი და მე არ მინდა, რომ ამ ტყუილის თანამონაწილე ვიყო იმიტომ, რომ მე დავდიოდი ხალხში მეორე ტურში და ვეუბნებოდი, რომ მოისმინთ, რა განცხადებები გაკეთდა, როგორ შეიძლება ეს არ იყოს გულწრფელი და ნახეთ, ამას რა ცვლილებები მოყვება. ძველი გუნდისთვის ცალკე მიმართვა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პირველი ოქტომბრის ღირებულებებსა და პრინციპებს ვუბრუნდებით“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია