შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში, წყალში გადამხტარი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 თებერვალი 2019

„გოგონას მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ ჩვენთან რჩება, ვუტარებთ გამოკვლებებს და ექიმები აკვირდებიან“, – ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელი ხათუნა კეკელაშვილი.შეგახსენებთ რომ, ახალციხეში 24 თებერვალს, თამარაშვილის ქუჩაზე, ხიდიდან ახალგაზრდა ქალი მდინარე ფოცხოვში გადახტა. თვითმხილველებმა იგი წყლიდან ცოცხალი გამოიყვანეს, თუმცა ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მოვიდოდა, გოგონამ გონება დაკარგა. მომხდარს ახალციხის რაიონული სამმართველო იძიებს. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია