შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხალხს ყოველთვის ვერ გააბრიყვებთ"!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36572 
 26 თებერვალი 2019

"ვერ დავიჩემებ მარტო მე ვფიქრობ და ვდარდობ ამ საჭირბოროტო თემებზე, რომელიც სამწუხაროდ თავს დაგვატყდა. ასობით და ათასობით ადამიანის გულისტკივილს და გასაჭირს ვაჟღერებ. გურულების მთავარი საარსებო წყარო: თხილი და ციტრუსი იყო, დიახ იყო. რომ იყო და არ არის, ამაშია მთელი უბედურება. ვინ ეხმარება მერე მოსახლეობას? ბუკლეტები შველის საქმეს?გაურკვევლობაში მყოფებმა, ზოგმა აჩეხა თხილის პლანტაცია და ახალგაზრდა ნაყარი დატოვა, ბევრმაც ხელი ჩაიქნია. თითო-ოროლა ოჯახმა კი მოახერხა და შეწამლა პლანტაციები. საქმე იმაშია, რომ უსასხსროდ დარჩენილ მოსახლეობას არაა აქვს საშუალება ჩაუტაროს მრავალჯერადი წამლობა პლანტაციებს. წარმოიდგინეთ-წამალი იყიდოს, საწვავი იყიდოს და შემწამვლელებს ფული უნდა გადაუხადოს კიდევ. და ეს ხუთჯერ მაინც, რომ მოსავალი მიიღოს.
ადამიანები ვერ ყიდულობს პურს და შიმშილის ზღვარსაა და ამ პროცედურებს უბრალოდ ვერ ჩაატარებს. და რა გამოვიდა? ისევ მოუსავლიანობა, ისევ შიმშილი და კატასტროფა.
შესაბამის უწყებებს და სამინისტროებს, ვისაც უშუალოდ ეხება დაეხმაროს მოსახლეობას...არავინ არ ფიქრობს ხალხზე. მოგეცათ ლხენა, სკვერები და დასასვენებელი ადგილების მოწყობა მშვენიერია, მაგრამ მშიერ და გაუბედურებულ ადამიანებს მიხედოთ უნდა, რომ ეგ სკვერები არ დაგრჩეთ ცარიელი.
მე ვიცი რას ფიქრობს ხალხი, აუცილებლად იფეთქებს მათი პროტესტი და თხილისა და მანდარინის რევოლუციას მიიღებთ გურიაში.
მიხედეთ მოსახლეობას! ისინი არიან თქენი ამომრჩეველი. ხალხს ყოველთვის ვერ გააბრიყვებთ!. იღონეთ რამე"!

პედაგოგი, ირმა გორდელაძე. პოსტი სოციალურ ქსელ "ფეისბუკიდან"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა