შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდის ექნება საგარეჯოს 24-საათიანი წყალმომარაგება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/article/30326 
 28 თებერვალი 2019
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საგარეჯოში წყლის სისტემის რეაბილიტაციას მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყებს.
როგორც speqtri.ge-ს კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანუ 2020 წლისთვის ქალაქს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

-„მოხდება სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია და ინდივიდუალური გამრიცხველიანება, იგეგმება 2000 კუბური მეტრი მოცულობის რეზერვუარის მშენებლობა და არსებული რეზერვუარის რეკონსტრუქცია. სამუშაოები 2019 წლის ნოემბერში დაიწყება და ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის დასრულების შედეგად, ანუ 2020 წლის ბოლოს, საგარეჯოს მოსახლეობას სტაბილური, 24- საათიანი წყალმომარაგება ექნება. ამ დროისთვის პროექტი დაგეგმილია, რა თანხა დაიხარჯება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, სანამ ტენდერზე არ გავიტანთ.“-გვითხრეს პრესსამსახურში.

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა ბექა ფეიქრიშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის საგარეჯოს მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება.

-„ამჟამად გერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოსახლობას წყალს გრაფიკით აწვდის. არის ისეთი ოჯახებიც, რომლებსაც წყალი სახლში არ აქვთ და საუბნო ონკანებიდან უწევთ მიტანა სახლამდე. რაც შეეხება სოფლის წყლებს, ეს ჩვენ დაქვემდებარებაშია და ადგილობრივებს შეძლებისდაგვარად ვაწვდით წყალს.“

ცნობისთვის, საგარეჯოში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხით 2015 წელს დაიწყო და გასულ წელს დაასრულა. მეორე ეტაპი კი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მიმდინარე წლის ნოემბრიდან უნდა გააგრძელოს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია