შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლების მოვლა-პატრონობის საპილოტე პროგრამაში გურჯაანის სამი სკოლა ჩაერთო

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/ganathleba/article/30330 
 28 თებერვალი 2019
საქართველოში საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტის პილოტირება იწყება. პროგრამაში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლა ჩაერთო.


გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, სამივე სკოლა მილენიუმის პროექტის ფარგლებშია რეაბილიტირებული.
„ეს არის მილენიუმის მიერ, განათლების სამინისტროსთან ერთად შემუშავებული საპილოტე პროგრამა. ჩვენი მუნიციპალიტეტიდან მასში ჩართულია სამი საჯარო სკოლა: სოფელ გურჯაანის, ვეჯინისა და კოლაგის. ეს სკოლები მილენიუმის პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირებულია, უკვე დასრულებულია ინფრასტრუქტურის და ინვენტარიზაციის პროცესები. პროგრამის უკეთესად წარმართვისთვის შემუშავებულია საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სპეციალური კომპიუტერული პროგრამა. რეგისტრაციის გავლისათვის საჭიროა პაროლი, რომელთანაც ხელი მხოლოდ მე და ამ საჯარო სკოლის დირექტორებს მიგვიწვდება. თუ რამე სერიოზული პრობლემა წამოიჭრა (მაგალითად, ინფრასტრუქტურის კუთხით), შევალთ სპეციალურ პროგრამაში და იქ ავსახავთ. შემდეგ დროულად მოხდება მისი აღმოფხვრა. პროექტი საპილოტეა და წელს დაიწყო. იანვარში ჩატარდა პირველი შეხვედრა, სადაც პროექტის მიზნები და ამოცანები გაგვაცნეს.“


პროექტს ,,ათასწლეულების გამოწვევის ფონდი" ახორციელებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და მის დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ებთან ერთად.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია