შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ახალციხეში იმსჯელეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21568 
 27 თებერვალი 2019
დღეს, 27 თებერვალს, სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, ახალციხეში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას პროკურატორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ დისკრიმინაციაზე, სიძულვილის ენასა და ამ მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, დამსწრეებს ის სამართლებრივი მექნიზმები გააცნეს, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ ხორციელდება.უწყებების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე აქტიურად მუშაობენ და დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ კანონიც გამკაცრებულია. მათივე თქმით, ხშირია შემთხვევბი, როდესაც მსხვერპლი მის მიმართ ჩადენილ დანაშაულს მალავს ან გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურიდან დისკრიმინაციასა და სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე პროკურორმა გიორგი აღლემაშვილმა ისაუბრა. "მსგავსი დანაშაულის პრევენციისათვის პროკურატურა არაერთ შეხვედრასა თუ ტრენინგს აწყობს, თუმცა ერთ–ერთი პრევენციის გზა მსგავს დანაშაულებზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილებაა, რაც სხვებისთვის შემაკავებელი ხდება. რაც შეეხება დისკრიმინაციას, ამ მიმართულებით სპეციალურად ტრენინგ გავლილი პროკურორები მუშაობენ", – ამბობს გიორგი აღლემაშვილმა.პროექტს "დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში" ევროპის საბჭოს ოფისი ახორციელებს. რომლის მიზანსაც ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებას ისახავს საკუთარი უფლებების შესახებ. პროექტი 2018 წელს დაიწყო და 2021 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება