შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დროის ბანკი" და ორმხრივი მოხალისეობა - პროექტში ათასზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული

საზოგადოება
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 28 თებერვალი 2019

"დროის ბანკში" საქართველოს მასშტაბით 1270 პირია დარეგისტრირებული, პროექტის დაწყებიდან უკვე შედგა 216 წარმატებული გარიგება და გაიცვალა 97:35 საათი.  "დროის ბანკისა" და ორმხრივი მოხალისეობის შესახებ ჟურნალისტებს "განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრში ესაუბრნენ. 

 პროექტის წარმომადგენლის მაკა ჩინიჯიშვილის განცხადებით, "დროის ბანკი" ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის განვითარების ისახავს მიზნად.

"პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ორმხრივი მოხალისეობის დანერგვის მიზნით გამოყენებულია „დროის ბანკის“ მოდელი.  დროის ბანკი ხელს უწყობს ადამიანებს შორის უნარებისა და შესაძლებლობების გაცვლას, თემის წევრების ერთმანეთთან დაკავშირებასა და ნდობის გაღრმავებას.   ეს არის ორმხრივი მოხალისეობის ფორმა, რომლის დაფუძნებულია გაცემა-მიღებაზე. დროის ბანკი დროს იყენებს, როგორც საზომს, როგორც ვალუტას. მონაწილეები პრაქტიკული საქმიანობის ერთ საათს ,,აბანდებენ“ დროის ბანკში,  ამასთანავე აქვთ უფლება ,,გამოითხოვონ” თავისი ერთი საათი იმ მომსახურებისათვის, რომელიც მათ   სჭირდებათ"-აღნიშნა ჩინიჯიშვილმა. 

 მისი თქმით, პროექტში იმერეთიდან 450 ახალგაზრდაა ჩართული. 

 აღნიშნული მოდელი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან წარმატებით მუშაობს მთელ მსოფლიოში:  აშშ–ში, ისრაელში, ესპანეთში, პორტუგალიაში, სამხრეთ კორეასა და ჩინეთში. სპეციალურად ამ პროგრამის დანერგისათვის ქართულად ადაპტირდა ვებ –გვერდი www.timerepublik.com

პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”  2017 წლიდან ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.  პროექტი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით 10 რეგიონული ჰაბის მიერ. 

 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია