შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"უსუფაშვილი, პასუხისმგებელია ივანიშვილის მიერ ქართული სახელმწიფოს მკვლელობაზე" - სააკაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36603 
 28 თებერვალი 2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მთელი ქართული პოლიტსპექტრი იმისათვის ირჯება, რომ დავით უსუფაშვილის ტიპის ხალხი „უკანა კარიდან“ უკვე მეათედ მოიყვანონ ხელისუფლებაში.

„თურმე, იმისთვის ირჯება მთელი პოლიტსპექტრი, რომ უსუფაშვილის ტიპის ხალხი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია პირადი ამბიციების და ანგარების გამო, ივანიშვილის მიერ ქართული სახელმწიფოს მკვლელობაზე, „უკანა კარიდან“ უკვე მეათედ მოიყვანონ ხელისუფლებაში.

ძალა მართლაც ერთობაშია”, ოღონდ, უფრო ღირსეული ამოცანების ერთობაში...

მე და ქართველ ხალხს წყლის ნაყვის დრო ნამდვილად არ გვაქვს“, წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება