შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით პატარებს დედასთან ერთად ბებია და ბაბუა გაზრდის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36610 
 28 თებერვალი 2019

„გურიის მოამბის“ რედაქციას  ოზურგეთში მცხოვრებმა 30 წლამდე სამი შვილის დედამ, გუშინ მომართა.

 მისი თქმით სოციალური მომსახურების სააგენტო მას შვილების ჩამორთმევით დაემუქრა:

„სოციალურის აგენტი მოვიდა ჩემთან და დამემუქრა რომ წამართმევდა ბავშვებს,რადგან ნასვამ მდგომარეობაში მნახეს, არადა მე ვიყავი ჩემი ძმის ქორწილში და სულ რაღაც, სამი ჭიქა მქონდა დალეული.საერთოდ არ ვსვამ, შვილებს ყურადღებას არ ვაკლებ და მათ პრობლემებს არ შევუქმნი.“

ქალბატონი მიიჩნევდა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამსრომელთა საქციელი, რომელიც შესაძლოა მისთვის შვილების ჩამორთმევით დასრულდეს გადამეტებულია და ეს შეიძლება თავად ბავშვებისათვის იყოს მტკივნეული. ქალბატონი რედაქციისაგან ითხოვდა დახმარებას.

„გურიის მოამბე“-მ აღნიშული ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაამოწმა, სადაც გვითხრეს ,რომ ბავშვები დედასთან ერთად გადაჰყავთ სოფელ ძიმითში ბებიასთან და ბაბუასთან, მათ აიღეს პასუხისმგებლობა, რომ მიხედავენ თავიანთ შვილს და შვილიშვილებს.

„სოციალურმა სამსახურმა გადაამოწმა ოჯახის საცხოვრებელი პირობები და რადგან მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,  ბებია- ბაბუას დართო ნება იზრუნოს ამ ოჯახზე, მათ აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და პრობლემა ამ ეტაპისთვის მოგვარებულია, დღეს დაგეგმილია ამ ოჯახის გადაყვანა სოციალური მომსახურების სააგენტოს ავტომობილით სოფელ ძიმითში, მშობლების ოჯახში - განაცხადა „გურიის მოამბესთან“ საუბარში, გურიის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თეა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, საჯაროდ, იმ მიზეზებზე საუბარი, რამაც სამსახური ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია